ამორფული პოლარიზმი

საერთაშორისო სისტემა პოლარიზმი უნიპოლარიზმი ბიპოლარიზმი მულტიპოლარიზმი

ავტორები

ტომ. 4 No. 4 (2022)
სტატიები
სექტემბერი 20, 2022

ჩამოტვირთვები

ცივი ომის დასრულებისა და საბჭოთა კავშირის დეზინტეგრაციის შემდეგ, საერთაშორისო ურთიერთობებში მნიშვნელოვან კვლევის საგნად იქცა არსებული საერთაშორისო სისტემის შეფასება. ავტორთა გარკვეული ნაწილი მას უნიპოლარულ მოდელს უწოდებდა, ხოლო ზოგიერთი უბრალოდ ერპოლუსიან მომენტად აფასებდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, გახშირდა მოსაზრება, თითქოს შეერთებული შტატები საკუთარ პოზიციას კარგავდა და ასპარეზი ახალ სისტემას ეთმობოდა. ამავე დროს, გამოჩნდა ისეთი ნაშრომებიც, რომლებიც აკრიტიკებდნენ ე.წ. დეკლაინისტებს და ამტკიცებდნენ თითქოს აშშ-ს შესაძლებლობები უკონკურენტოა. რამოდენიმე წლის წინ, საერთაშორისო სისტემის მკვლევარების რიგებში, გამოჩნდნენ ისეთი მეცნიერები, რომელთა კვლევის ფოკუსში ჩინეთის შეუქცევადი ეკონომიკურ ზრდა მოექცა. მათი აზრით, აღნიშნული ტენდენცია მიანიშნებს მეტად საინტერესო ფაქტზე, რომ მსოფლიო სისტემა, პეკინის შესაძლებლობიდან გამომდიანრე, უკვე ბიპოლარულია. ამგვარად, არსებობს მხოლოდ ორი უძლიერესი აქტორი. ზემოთგამოთქმული მოსაზრებების საპირიპისროდ, ასევე გაჩნდა შეხედულება, რომ თანამედროვე არსებული სისტემა არის მულტიპორალური, ორზე მეტი დიდი მოთამაშით, თუმცა ეს მოდელი განსხვავდება მეცხრამეტე საუკუნის ორიგინალი ანალოგისგან. შესაძლებელია ითქვას, რომ ბოლო დროის კვლევები უფრო მეტ ბუნდოვანებას მატებს საერთაშორისო სისტემის ირგვლის არსებულ დისკუსიას. შესაბამისად, კითხვა, თუ რომელი მოდელია შესაბამისი ჯერ კიდევ აქტუალურია. აღნიშნული ნაშრომი შეეცადა არა კონკრეტული ავტორის მოსაზრების მხარდაჭრესა და სხვების გაბათილებას, არამედ საპირიპიპირო დასკვნებს შორის კავშირის დადგენას, რაც, როგორც კვლევამ აჩვენა, ვერ მოხერხდა. თუმცა, ზოგიერთი შეფასებით, შედეგი ანომალიური აღმოჩდნა.

მსგავსი სტატიები

<< < 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.