1.1 აგრარული და ბიოლოგიური მეცნიერებები

ბუნებრივ წყალზე ჰიბრიდული ნაკადის განხორციელების გზით ტანგენციალური ბარომემბრანული პროცესის თეორიული კვლევები და ექსპერიმენტების შედეგები

ჰიბრიდული ნაკადი ლამინარული და ტურბულენტური დინება ხვედრითი წარმადობა

ავტორები

ტომ. 7 No. 2 (2025)
სტატიები
ივნისი 27, 2025

ჩამოტვირთვები

ნაშრომში წარმოდგენილია ბარომემბრანული გაყოფის პროცესების განსახორციელებლად შექმნილ მოწყობილობებში ბუნებრივ წყალზე ჰიბრიდული ნაკადის განხორციელების გზით თეორიული კვლევები. ჰიდროდინამიკური მახასიათებლების თეორიული ანგარიშისათვის გამოყენებულია რეინოლდსის რიცხვი, თეორიული კვლევებით დადგინდა ჰიბრიდული ნალკადის რეჟიმული პარამეტრები. სადაწნეო საკნის სიმაღლის განსხვავებული მნიშვნელობებისათვის განისაზღვრა სიჩქარის კრიტიკული მნიშვნელობები, ლამინარული და ტურბულენტური დინების სიჩქარეთა დიაპაზონი. სადაწნეო საკანში წყლის ნაკადის ჩვეულებრივი რეჟიმულ პარამეტრების შედარებამ ჰიბრიდული ნაკადის რეჟიმულ პარამეტრებთან გვიჩვენა,რომ ჰიბრიდული რეჟიმის პირობებში, ერთი და იგივე ხარჯის მიწოდებისას განვითარებული წყლის სიჩქარე აღემატება ჩვეულებრივი ნაკადის სიჩქარეს, ხოლო ექსპერიმენტების შედეგებით კი ჰიბრიდული ნაკადის პირობებში ხვედრითი წარმადობა მნიშვნელოვნად აღემატება ჩვეულებრივი დინებით მიღებულ ხვედრით წარმადობას.

ამგვარად ლაბორატორიულ დანადგარზე ჩატარებული ექსპერიმენტული შედეგებით ჩანს ჰიბრიდული რეჟიმის უპირატესობა, რომელიც საწინდარია მემბრანული დანადგარების მაღალეფექტურობის და რაც მთავარია, ხელს შეუწყობს სამამულო წარმოების საწარმოო მემბრანული დანადგარების დამუშავებასა და შექმნას.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

1 2 3 > >> 

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.