იმუნოკომპეტენტური უჯრედების ცვლილებების დინამიკა დუოდენიტებისა და ცელიაკიის დროს

ავტორები

ცელიაკია არის იმუნური მექანიზმებით გაშუალებული სისტემური დაავადება, რომელიც გამოწვეულია გლუტენისა და მასთან დაკავშირებული პროლამინების მიღებით გენეტიკურად სენსიბილიზებულ პირებში და ხასიათდება წვრილი ნაწლავის დაზიანების სხვდასხვა კომბინაციით. ჩვენი კვლევის მიზანს შეადგენდა შეგვესწავლა იმუნოკომპეტენტური უჯრედების განაწილება ცელიაკიისა და სხვა დუოდენიტების დროს. კვლევის ფარგლებში განხორციელებულ იქნა კოჰორტული რეტროგრადული კვლევა, რისთვისაც გამოყენებული იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასწავლო-სამეცნიერო და დიაგნოსტიკური ლაბორატორიის 2017-2024 წლების საარქივო მასალა.  ჩვენი კვლევის შედეგების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ლიმფოეპითელური ინდექსი შესაძლოა გამოყენებული იქნას ცელიაკიის შემთხვევებში დაზიანების ხარისხის უფრო ზუსტ კრიტერიუმად ასევე პროგრესიის რისკ ფაქტორად. AgNOR-ის დამატებით შეღებვის მეთოდით შესაძლოა შეფასდეს განსაკუთრებით კრიბტების ეპითელში პროლიფერაციული აქტივობის შეფასება, შესაბამისად რეგენერაციის ხარისხის დადგენა, შესაძლოა გამოყენებულ იქნას დაზიანების და პროგრესიის უფრო ზუსტ მარკერად. ციფრული დამხარე პროგრამები, როგორიცაა Qupath შესაძლოა გამოყენებულ იქნას როგორც მაინფილტრირებელი ლიმფოციტების რაოდენობის ასევე რეგენერაციის ხარისხის უფრო ობიექტურად შესაფასებლად.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

<< < 1 2 3 4 5 > >> 

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.