კვადრილატერალური უსაფრთხოების დიალოგის სადაზვერვო ასპექტები ჩინეთის ეკონომიკური ექსპანსიის შესაკავებლად ინდო-წყნარ ოკეანეში

ავტორები

2007 წელს ჩამოყალიბდა ოთხმხრივი უსაფრთხოების დიალოგის ფორმატის გაერთიანება, რომელშიც ერთიანდება 4 დემოკრატიული ღირებულებების მქონე სახელმწიფო: აშშ, იაპონია, ავსტრალია და ინდოეთი. სამეცნიერო სტატიაში ასახულია დიალოგში შემავალი სახელმწიფოების გაერთიანების მიზნები და მათი ინტერესთა გადაკვეთის წერტილები. გამოკვეთილია, ჩინეთის, როგორც საერთო ოპონენტი სახელმწიფოს როლი. განხილულია, სახელმწიფოთა ბუნება და მათი კოორდინირებული საქმიანობის სფეროები. აღნიშნული მოვლენები ხაზგასმით არის წარმოჩენილი, აგენტურულ-ოპერატიული და სადაზვერვო-კონტრსადაზვერვო საქმიანობების ჭრილში, რომლებიც გამოკვეთილია, როგორც თეორიული მასალით, ისე ღია წყაროებზე დაყრდნობით, მოპოვებული და გაანალიზებული ინფორმაციით.

მსგავსი სტატიები

<< < 7 8 9 10 11 12 13 14 15 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.