ონლაინ სასწავლო ცხრილების პლატფორმა GTU TABLES

ავტორები

ყოველთვის გვაწუხებდა ტექნიკური უნივერსიტეტის ახლანდელი ონლაინ ცხრილების პლაფორმა leqtori.gtu.ge მოუხერხებლობა, რადგან ის საკმაოდ მძიმედ მუშაობს და ძნელია სასწავლო ცხრილების მოძებნა, და დროულად ნახვა. გარდა ამისა მისი გამოყენება დღემდე რთულია. მისი სირთულე დამოკიდებულია მოწყობილობის, მობილურის, კომპიუტერის და ა.შ. ტექნიკურ მახასიათებლებზე, ოპერატიული მეხსიერების მოცულობაზე და თუნდაც ინტერნეტის სიჩქარეზე. ამ ყველაფრის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს წარმოადგენს ის, რომ ახლანდელი სასწავო ცხრილების პლატფორმის შესაბამის გვერდებზე უნივერსიტეტის ყველა სასწავლო ჯგუფის,  აუდიტორიისა თუ ლექტორების ცხრილები, ყველა ერთად იტვირთება, რაც ძალიან ართულებს სასურველი ცხრილის მოძიებას. იმისათვის, რომ ეს ყოველივე განვმატრო, გეტყვით, რომ მობილურით სარგებლობისას, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ონლაინ  ცხრილები პლატფორმაზე სმარტფონით, რომელსაც 2GB ოპერატიული მეხსიერება გააჩნია და ვიყენებთ 4G ინტერნეტ კავშირს, სასურველი ჯგუფის სასწავლო ცხილის მოძიება-გახსნისათვის საჭირო საშუალო დრო შეადგენს 1.7-დან 2 წუთამდე. საიდანაც გვერდის ჩატვირთვისათვის საჭირო დრო დაახლოებით 1.6 წამს შეადგენს. რაც სახარბიელო ნამდვილად არაა. უფრო მეტიც, თუ კი ტექნოლოგიების გიგანტ და დღეს მსოფლიოს ნომერ პირველ საძიებო სისტემა google-ს მიერ მოწოდებულ სტატისტიკას გავეცნობით, წავიკითხავთ რომ 2023 წლისთვის  გვერდის ჩატვირთვის საშუალო დრო კომპიუტერისათვის შეადგენს 2.5 - 8.6 წამს შეადგენს, ხოლო მობილურზე ვებსაიტების საშუალო ჩატვირთვის დრო 3G კავშირზე 19 წამს შეადგენს. გადავწყვიტეთ შეგვექმნა ონლაინ, სასწავლო ცხრილების ახალი სისტემა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისათვის, რომელიც გააუმჯობესებს უნივერსიტეტის თითოეული პედაგოგისა და სტუდენტის საუნივერსიტეტო ცხოვრებას და ამავდროულად პრესტიჟს კიდევ უფრო აუმაღლებს ჩვენს პატივსაცემ, მრავალი პროფესიონალის აღმზრდელ და ძალიან დიდი ისტორიის მქონე უნივერსიტეტს. ამ და სხვა მოტივებიდან გამომდინარე, შევქმენით და წარმოგიდგენთ პროექტს, სახელწოდებით “GTU TABLES - სასწავლო ცხრილების პლატფორმა”.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები