ძაბვის ცენტრალიზებული რეგულირებისას 35/6კვ ძაბვის მადაბლებელი ჩიხური ქვესადგურის 6კვ ძაბვის სალტეზე ძაბვის ოპტიმალური მუშა მნიშვნელობის შერჩევა

ძაბვა ცენტრალიზებული რეგულირება კვანძი ზღვრული რეჟიმი ოპტიმალური

ავტორები

ტომ. 4 No. 2 (2022)
სტატიები
აპრილი 4, 2022

ჩამოტვირთვები

ნაშრომში წარმოდგენილია ძაბვის ცენტრალიზებული რეგულირებისას  ქ. ქუთაისის 35/6 კვ ძაბვის მადაბლებელი ჩიხური ქვესადგურის 6კვ ძაბვის სალტეზე ძაბვის ოპტიმალური მუშა მნიშვნელობის შერჩევის პროცედურა. კერძოდ: შესწავლილია ქვესადგურიდან გამავალი უდიდესი ფიდერის კონფიგურაცია, განფენილობა და დატვირთვა. შედეგად დადგენილია ქვესადგურის 6კვ ძაბვის სალტედან ელექტრულად უახლოესი და უშორესი კვანძები და გამოთვლილია ძაბვის დანაკარგი აღნიშნულ კვანძებამდე დატვირთვის ზღვრულ რეჟიმებში. ასევე განსაზღვრულია ძაბვის დანაკარგის პროცენტული მნიშვნელობა ელექტრულად უახლოეს და უშორეს კვანძებში დადგმულ 6/0.38კვ ძაბვის ტრანსფორმატორებში. მაქსიმალური და მინიმალური დატვირთვის რეჟიმებში ქსელის 0.38კვ ძაბვის სახასიათო კვანძებში მიღებულია წინასწარი დაშვება, რომლის საფუძველზე დადგენილია მკვებავი ქვესადგურის 6კვ ძაბვის სალტეზე მუშა ძაბვის ოპტიმალური მნიშვნელობა . -ით განხორციელებულია 35/6კვ ძაბვის ქვესადგურის უდიდესი ფიდერის ზღვრული მუშა რეჟიმების ანგარიში და დადგენილია მის ყველა კვანძში ძაბვის მოქმედი მნიშვნელობა. მიღებული კვანძური ძაბვების საფუძველზე დადასტურებულია ნაშრომში წარმოდგენილი მეთოდიკის მართებულობა.   ქსელის ზღვრული რეჟიმების საანგარიშოდ გამოყენებულია საინჟინრო კომპიუტერული პროგრამა “NEPLAN”.

 

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 4 5 6 7 8 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.