ხანძრის განვითარების სცენარები სხვადასხვა დახრილობის გვირაბის ფიზიკურ მოდელებზე

გვირაბის ვენტილაცია მიწისქვეშა ხანძარი კრიტიკული სიჩქარე უკუდინების სიგრძე ფრუდის კრიტერიუმი

ავტორები

ტომ. 6 No. 4 (2024)
სტატიები
October 29, 2024

ჩამოტვირთვები

კრიტიკული სიჩქარე რჩება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საპროექტო პარამეტრად საავტომობილო გვირაბების საგანგებო ვენტილაციის დამუშავების თეორიასა და პრაქტიკაში. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ აღნიშნულ სიდიდეზე პრაქტიკის დაფუძნებამ შესაძლებელია მიგვიყვანოს სერიოზულ შეცდომამდე. ამიტომ საჭიროა კონკრეტული გვირაბის სხვა მნიშვნელოვანი მაჩვენებლების გათვალისწინება და მოქმედების ცხადი ალგორითმის წინასწარი დამუშავება საგანგებო სიტუაციის მართვისათვის. ნაშრომში რიცხვითი და ფიზიკური მოდელების საშუალებით შესწავლილია სხვადასხვა სიმძლავრის ხანძრის განვითარების სცენარები. გაანალიზებულია ხანძრის გავლენით გვირაბში მოსალოდნელი აეროდინამიკური წინაღობის ბუნება. კერძოდ, ერთმანეთისაგან გამიჯნულია დროსელის ეფექტითა და ნაკადების ალგებრულად შეკრებით გამოწვეული ვენტილაციის სიჩქარის შემცირება. ლაბორატორიულ პირობებში, ფრუდის კრიტიკული რიცხვის მხედველობაში მიღებით, უჟანგავი ლითონის ფურცლებისაგან დამზადებულ გვირაბის მოდელზე შესრულებულია ხანძრების მოდელირება და ნაჩვენებია უკუდინების სიგრძის ცვალებადობის ხასიათი გვირაბის დახრილობის მიხედვით. ნაშრომში ნაჩვენებია, რომ ხანძარი არა მხოლოდ ვირტუალურად „ამცირებს“ გვირაბის კვეთს, არამედ ჰაერის ნარევის სიმკვრივის ცვალებადობის ხარჯზე აღძრავს დამატებით წევას, რომელიც დაღმავალი ვენტილაციის შემთხვევაში ვენტილატორების საპირისპიროდ იმოქმედებს. ნაჩვენებია აგრეთვე, რომ დახრილ გვირაბებში, გამორთული ვენტილაციის პირობებში, როცა ხანძრის შემთხვევაში მოქმედებს მხოლოდ ბუნებრივი წევა, შესაძლებელია საიმედოდ განისაზღვროს ვენტილაციის კრიტიკული სიჩქარის რიცხვითი მნიშვნელობა.  

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

1 2 3 4 5 6 > >> 

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.