საავტომობილო გვირაბების სავენტილაციო სისტემების ხანძარუსაფრთხოების ანალიზი

ბეჭდური ვერსია გამოქვეყნებულია: სამთო ჟურნალი #1(24), 2010

სავენტილაციო სისტემები საავტომობილო გვირაბები

ავტორები

ტომ. 2 No. 2 (2020)
სამთო ინჟინერია
June 18, 2021

ჩამოტვირთვები

მათემატიკური მოდელირების მეთოდით განხილულია ძლიერი და ძალზე ძლიერი ხანძრის გავლენა საავტომობილო გვირაბების სავენტილაციო სისტემებზე მათი კოლაფსის დადგომის პერიოდის დადგენის მიზნით. მოდულები შესრულებულია გრძივი სისტემისათვის ჭავლური ვენტილატორების გამოყენებით და ნახევრად განივი გამწოვი სავენტილაციო სისტემისათვის, რომლებიც ადაპტირებულია საქართველოში. მოდელებზე ხანძრის ტემპერატურა იცვლებოდა  300-1000°C-ის, ხოლო ხანძრის სიმძლავრე 30-100 მგვტ-ის ფარგლებში. 1000°C ტემპერატურაზე, ნახევრად განივი გამწოვი სავენტილაციო სისტემისათვის კოლაფსის დადგომის პერიოდი იცვლება 0.5-2.5 წთ-ის ფარგლებში ხანძრის სიმძლავრის მიხედვით. დაახლოებით იმავე სიდიდისაა აღნიშნული პერიოდი გრძივი სისტემისათვის. საგანგებო სიტუაციების მართვის თვალსაზრისით არცერთი სისტემა არ ხასიათდება ეფექტურობით ძლიერი და ძალზე ძლიერი ხანძრის შემთხვევაში. ამ დროს სიცოცხლისა და ინფრასტრუქტურის გადარჩენის ერთ-ერთი ძირითადი გზაა გვირაბის ოპერატიული დაყოფა მცირე სიგრძის მონაკვეთებად მოძრავი ზღუდარებით ან მსგავსი მოწყობილობებით, რომლებიც შეაფერხებენ ან სრულად აღკვეთენ ტოქსიკური აირებისა და ჭარბი სითბოს უკონტროლო გავრცელებას მიწისქვეშა სივრცეში.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

1 2 3 4 5 > >> 

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.