პატრიმონიალური და მერიტოკრატიული მართვის კონცეფციების მიმოხილვა და ანალიზი

„საჯარო სამსახური“ „ბიუროკრატია“ „მერიტოკრატია“ „ნეოპატრიმონიალიზმი“ „არაფორმალური ქსელები“

ავტორები

ტომ. 3 No. 3 (2021)
სტატიები
August 27, 2021

ჩამოტვირთვები

ნაშრომის თეორიულ და მეთოდოლოგიურ საფუძველს ნეოპატრიმონიალიზმის და  ქსელების ზოგადი თეორიების ანალიზი წარმოადგენს – იმისათვის რომ გავიგოთ საქართველოს საჯარო სამსახურის რეფორმის მიმართულების წამყვანი ტენდენციები და კონკრეტული ვარიაციები. მოცემული შრომა განიხილავს ნეოპატრიმონალიზმის, ბიუროკრატიის, მერიტოკრატიის და არაფორმალური ქსელების ცნებებს, მათ წარმოშობას და მახასიათებლებს. ამას თან სდევს საქართველოს საჯარო სექტორის ბუნების განხილვა ნეოპატრიმონიალიზმის გამოვლინებების მიმართების შესწავლისათვის საჯარო სექტორის ეფექტიანობასა და უნარიანობაზე. ნეოპატრიმონიალურ და მერიტოკრატიულ ბიუროკრატიებს შორის განსხვავებების იდენტიფიცირებისას, ჩვენ გადავწყვიტეთ ყურადღება გაგვემახვილებინა ორ მახასიათებელზე, რომელიც მეტ–ნაკლებად ობიექტური ემპირიული შეფასების საშუალებას მოგვცემდა. პირველი არის მერიტოკრატიული შერჩევის მნიშვნელობა, რომელიც იდეალურ შემთხვევაში ეფუძნება განათლებისა და გამოცდის კომბინაციას, მეორე არის პროგნოზირებადი კარიერული კიბე, რომელსაც ახლავს ხელშესახები და ხელშეუხებელი ჯილდოები.