პოლიტიკური ლიდერობის თეორიები და პოსტსაბჭოთა ავტორიტარი ლიდერები

პოსტსაბჭოთა ლიდერობა ლიდერობის თეორიები პოლიტიკური კულტურა ველიკორუსული შოვინიზმი ავტორიტარული

ავტორები

ტომ. 3 No. 3 (2021)
სტატიები
September 2, 2021

ჩამოტვირთვები

ნაშრომში პოლიტიკური ლიდერობის წარმოშობის  თეორიებზე (თვისებათა, სიტუაციური, მიმდევრების, ფსიქოლოგიური)   დაყრდნობით, კომპარატიული და თვისებრივი  კვლევების საფუძველზე, პოსტსაბჭოთა სივრცეში შესწავლილია პოლიტიკური ლიდერობის თავისებურებები. ლიდერი იყენებს სიტუაციას, ეყრდნობა მიმდევრებს, უმეტეს შემთხვევაში ქარიზმით დაჯილდოებულ დიდ ლიდერებს ახასიათებთ მთელი რიგი ფსიქოლოგიური თავისებურებები, მაგრამ ყველა შემთხვევაში განმსაზღვრელ როლს თამაშობს ლიდერული თვისებები, რომელთა უმეტესობა  თანდაყოლილია. ჩვენი აზრით, მკვლევარების არგუმენტი, რომ ლიდერის თვისებები ახასიათებს ჩვეულებრივ მოკვდავებს, არაა დამაჯერებელი „თვისებათა თეორიის“ უარსაყოფად  ორი გარემოების გამო: ჯერ ერთი, ლიდერი ადამიანია, სოციალური არსებაა (ადამიანი პოლიტიკური არსებაა და ცალკე თვითკმარ არსებად ის ან მხეცია ან ღმერთი –არისტოტელე) და ბუნებრივია იგი ადამიანური თვისებების მატარებელია; მეორე, ლიდერს განსაკუთრებული თვისებები დიდი ხარისხით (დოზით) ახასიათებს და რაც მთავარია ისინი ხელისუფლებისაკენ ლტოლვის პროცესში მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ და ყველა სხვა ქმედებები მას ემორჩილება. ეს მსჯელობა ეხება კაცობრიობის ისტორიაში გამორჩეულ დიდი ლიდერებს, რომელთა ქმედებამ შეცვალა ისტორიის განვითარების ვექტორი, ხოლო პოსტსაბჭოთა პოლიტიკურ სცენაზე ამ მასშტაბის (დონის) უნარ–ჩვევების მატარებელი  ლიდერები ჯერ–ჯერობით არ გვხვდებიან. საკვლევი თემის ჰიპოთეზაა: პოსტსაბჭოთა  ქვეყნების პოლიტიკურ არენაზე ლიდერობის თავისებურებებს განაპირობებს ქვეშევრდომული პოლიტიკური კულტურის დომინანტობა, მძიმე სოციალ–ეკონომიკური ფონი, მოცემული ერის ეროვნულ–ფსიქოლოგიური, მენტალური განვითარების თავისებურებები, საგარეო პოლიტიკური ორიენტაციები. თითოეული დასახელებული გარემოება განსხვავებული ხარისხით ახდენს გავლენას ლიდერების არჩევის პროცესზე (მაგ; ქართულ სინამდვილეში საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია მნიშვნელოვნად განაპირობებს ლიდერის ხელისუფლებრივ პოზიციებს, რადგანაც ქვეყნის დამოუკიდებლობის გასაღები ქვეყნის გარეთაა გატანილი და მსგავსი ფსიქოლოგიური განწყობა „უცხოს ბაძი“ შეესაბამება ქართულ მენტალიტეტს და ელექტორატის განწყობას, ხოლო რუსეთში ლიდერი უპირატესად რუსული გეოპოლიტიკური ინტერესებით, მართლამადიდებლურ–მესიანისტური იდეებით არის შთაგონებული და რაც მთავარია– მხარს უნდა უჭერდეს „ველიკორუსული შოვინიზმისა“ და რუსული „სუვერენული დემოკრატიის“ გამაერთიანებელ, ეროვნულ იდეას), მაგრამ ყველა ვითარებაში განმსაზღვრელია ქვეშევრდომული პოლიტიკური ორიენტაციების სიჭარბე (ბალტიისპირეთის გამოკლებით), რომლის პირობებში, ალმონდისა და ვერბას პოლიტიკური კულტურის კონცეფციის მიხედვით, მოქალაქეების უმრავლესობა ელოდება სახელმწიფოსა და  ქვეყნის გადამრჩენი ლიდერის მხრიდან სასურველ ქმედებებს; ყოველივე, დაბალი ეკონომიკური განვითარების და სუსტი ინსტიტუტების პირობებში განაპირობებს პოპულისტური ავტორიტარული ლიდერების სიჭარბეს ეროვნულ ხელისუფლებებში.

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 4 5 6 7 8 9 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.