4.1 მედიცინა

T ლიმფოციტების სუბპოპულაციების ცვლილებები სხვადასხვა ტიპის ენტერიტის დროს

ცელიაკია დუოდენიტი Marsh კლასიფიკაცია ინტრაეპითელური ლიმფოციტები

ავტორები

ტომ. 7 No. 1 (2025)
სტატიები
February 19, 2025

ჩამოტვირთვები

ცელიაკია არის წვრილი ნაწლავის იმუნურად გაშუალებული ანთებითი მდგომარეობა, რომელიც განპირობებულია გლუტენის საწინააღმდეგო ანტისხეულებით გენეტიკურად წინასწარგნაწყობილ პირებში. დიაგნოსტიკისთვის რეკომენდებულია ნაწლავის ბიოფსია, რომელიც ავლენს ინტრაეპითელური ლიმფოციტების (intraepithelial lymphocytes (IELs)) გაზრდილ რაოდენობას, კრიპტების ჰიპერპლაზიასა და ხაოების ატროფიას (Marsh II, Marsh III). ხშირ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ცელიიაკის დიფერენცირება ქრონიკული ლიმფოციტური დუოდენიტისგან, რომლის დროსაც, შესაძლოა, გამოვლინდება ხაოების მინამალური ატროფია, კრიპტების ზომიერი ჰიპერპლაზია, საკუთარი ფირფიტის ლიმფოციტებით, პლაზმური უჯრედებითა და ეოზინოფილებით ინფილტრაცია. ძირითადი განსხვავება მოიცავს ინტრაეპითელური ლიმფოციტების რაოდენობას. ჩვენი კვლევის შედეგებმა გვიჩვენა, რომ CD103 წარმოადგენს ყველაზე სენსიტიურ მარკერს ქრონიკული ლიმფოციტური დუოდენიტისა და ცელიაკიის დიფერენცირებისთვის. CD103 წარმოადგენს ყველაზე სენსიტიურ მარკერს სხვადასხვა ხარისხის ცელიაკიის შეფასებისთვის.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

1 2 3 4 5 > >> 

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.