2. სოციალური მეცნიერებები

ომი, როგორც აქსიონომიური სისტემების დაპირისპირების ისტორიოსოფიური მოვლენა

ავტორები

ტომ. 6 No. 4 (2024)
სტატიები
December 17, 2024

ჩამოტვირთვები

ომი ურთულესი ფენომენოლოგიური სისტემური გამოვლინებაა, რომელიც საავსებით| შესაძლებელია საკაცობრიო გეოპოლიტიკური ეკონომიკური და გეოკულტურული პროცესების  განუყოფელ ნაწილად ჩავთვალოთ.ომი ისტორიოსოფიურ ანალიზს დაქვემდებარებული აზრობრივი მოვლენაა, რომელიც სრულიად დასაშვებია ადამიანის იდეურ-მსოფლმხედველობრივი აზროვნების დიდესტრატული-ღირებულებითი დეკადანსის პრაქტიცირებად იდეოლოგიურ გამოვლინებად ჩავთვალოთ.ომის ფენომენი უკავშირდება  საზოგადოებრივი ცნობიერების  პოსტ-სტრუქტურალისტურ რღვევას, ასევე  იდეონომიურ კრიზისსა და  ასტრო-ფილოსოფიურ რეტროგრადულ აზრობრივ უკუსვლას,რაც ვლინდება დაპირისპირებასა  და აზრისმიერ-საგნობრივ კონფლიქტში.ომის ფილოსოფია ოდითგანვე წარმოადგენდა კაცობრიობის ფიქრის და განსჯის საგანს, რაც მტკიცდება დასავლური და აღმოსავლური ტრანსცენდენტური სისტემების კვლევის გზით. ომის ფილოსოფია გახლავთ უმნიშვნელოვანესი ფუნქციური თვისებრიობა, რომელიც უპირველეს მიზნად ისახავს  საკაცობრიო ფილოსოფიური და ისტორიულ-ფსიქოგენური აზროვნების მმართველ კანონზომიერებათა შესწავლასა და ობიექტურ შემეცნებას. ადამიანი წარმოადგენს მიწიერი სამყაროს ცენტრს და აზრობრივ სისტემუირ კონცეპტს. ჩემს მიერ შექმნილი ახალი ფილოსოფიური თეორია-სუბიექტურ-ობიექტივაციური ტრანსცენდენტური შემეცნება იკვლევს ხსნის და განმარტავს ომის ფენომენს-ომი ადამიანის სულიერ-ფსიქოგენეტიკურ სივრცეში აკუმულირებული აზრობრივი ენერგიის დროსა და სივრცეში ნეგატიური ასახვის პირდაპირი პროდუქტია, რომელიც იქმნება  სულიერ-ტრანსცენდენტური გონისმიერი ენერგიის ფსიქოლოცისტურ სიბრტყეში არასუბსტანციური განხორციელების ნეგატორულ-კონსომენასტური  პროცესის წყალობით. ომის ფილოსოფია კატეგორიოლოგიურ დილემათა სისტემაა, რომლის შემეცნება საუკეთესო გზაა საკაცობრიო აზროვნების განსავითარებლად და განსამტკიცებლად. ომმა უდიდესი როლი შეასრულა წინარე ცივილიზაციების დამხობისა და გადაშენების ტრაგიკულ პროცესში, რაც აისახა ადამიანისა და საზოგადოების ისტორიულ-ფსიქოფენურ და ეთნოსოფიურ ურთიერთქმედებაზე. ომი არ წარმოადგენს მხოლოდ სამხედრო-პოლიტიკურ დაპირისპირებას, მეტიც, ხშირად ყველაზე საზარელი ომის პრედინომიური წინაპირობა-იდეოლოგიურ სისტემათა კონფლიქტი, ერთა კულტუროგენეტიკური ცნობიერების შეუთავსებლობა  და გეოკულტუროსოფიური მტრობა გახლავთ.წინაანტიკურ ხანაში ასურეთმა როგორც მილიტარისტულმა იმპერიამ შექმნა სამხედრო-კონენომიური ანუ პოლიტიკურ-ძალისმიერი ტირანიის ცნებითი სისტემა, რომელიც შემდგომ განვითარდა ბავბილონის და აქემენიდური ირანის სახელმწიფოთა მიერ მრავალი მიმართულებით. ანტიკურ ხანაში ომის იდეოლოგიის შექმნა და განვითარება წარმართა რომის იმპერიამ, შემდგომ ეპოქაში კი ბიზანტიისა და არაბთა სახელმწიფოებმა. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ომის ფილოსოფიის ორიგინალურ ტრადიციათა არსებობა გერმანულ-სკანდინავიურ, ინდოჩინურ, ბრიტანულ და პირინეის სამყაროში. სტატიაში განხილულია  ომის ფილოსოფიის კავშირი ისტორიოსოფიურ სისტემებთან და იდეურ-საგნობრივ მსჯელობათა პარალოგიცისტურ ტრადიციებთან. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას-ომის ფილოსოფია გახლავთ სიბრძნის ამოუწურავი წყარო, რომელიც გვინატებს გზას საკაცობრიო აზროვნების აპოფატიკური მწვერვალებისკენ და გვისახავს ფორმულებს ნათელი მომავლის უზრუნველსაყოფად.