შიდა ქართლის წიფლნარების (Fagus orientalis Lipsky) ბუნებრივი განახლება ტყის ტიპებსა და ეკოტოპების მიხედვით

აღმოსავლური წიფელი ბუნებრივი განახლება ეკოტოპი ტყის ტიპი შიდა ქართლი

ავტორები

ტომ. 8 No. 1 (2026)
სტატიები
January 27, 2026

ჩამოტვირთვები

წარმოდგენილ ნაშრომში განხილულია შიდა ქართლის რეგიონში გავრცელებული აღმოსავლური წიფლის (Fagus orientalis Lipsky) ტყეების ბუნებრივი განახლების თავისებურებები სხვადასხვა ტყის ტიპებსა და ეკოტოპებში. კვლევა განხორციელდა შიდა ქართლის სახელმწიფო ტყის ოთხ სატყეო უბანში – ხაშურის, ქარელის, გორისა და კასპის სატყეოებში. გამოყენებულია საველე კვლევის კლასიკური მეთოდები: სანიმუშო ფართობებისა და სააღრიცხვო ბაქნების აღება, კორომის მახასიათებლების დადგენა და აღმონაცენ-მოზარდის რაოდენობრივი შეფასება. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ წიფლნარების ბუნებრივი განახლების ინტენსივობა მკვეთრად განსხვავდება ეკოტოპების მიხედვით და მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული კორომის სიხშირეზე, ქვეტყის სახეობრივ შემადგენლობაზე და ნიადაგის ტენიანობის პირობებზე. მიღებული მონაცემები მნიშვნელოვანია წიფლნარების მდგრადი მართვისა და აღდგენის ღონისძიებების დაგეგმვისათვის.

მსგავსი სტატიები

<< < 8 9 10 11 12 13 14 15 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.