რისკის შეფასების მოდელი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სექტორისათვის

რისკის მართვა ალკოჰოლური სასმელები კოვიდ-19

ავტორები

ტომ. 6 No. 4 (2024)
სტატიები
December 29, 2024

ჩამოტვირთვები

რისკი ადამიანის და ბიზნესის განუყოფელი ნაწილია. რისკის წყარო არის ნებისმიერი მოვლენა, რომლის  შემთხვევაში კომპანია განიცდის ფინანსურ დანაკარგს, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს კომპანიის მსყიდველუნარიანობის შემცირება და ლიკვიდურობის რისკის ზრდა, რაც ნეგატიურად აისახება კომპანიის სტრატეგიულ მიზნებსა და ამოცანებზე. ბიზნესისთვის კრიზისი ასოცირდება გაურკვეველ და მნიშვნელოვან მოვლენასთან, რომელიც საფრთხეს უქმნის ორგანიზაციის საოპერაციო, რეპუტაციულ და ფინანსურ სტაბილურობას და უარყოფითად აისახება კომპანიის უწყვეტ განვითარებაზე. კრიზისულ პერიოდში ბიზნესის ფუნქციონირებადობის პრინციპის დასაცავად მნიშვნელოვანია მენეჯმენტის მხრიდან სწრაფი და ეფექტური რეაგირების განხორციელება და რისკის მართვის მოდელის შემუშავება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს რისკის მართვის პროცესის ეფექტური წარმართვა. კრიზისულ პერიოდში, ბიზნესისთვის არასასურველი შედეგების დადგომა დაკავშირებულია შიდა და გარე რისკებთან. ქვეყნის გარე რისკები განაპირობებს  კომპანიების შიდა რისკების ზრდას. კერძოდ, გაზრდილმა კონკურენციამ, ეკონომიკის ზრდის დაბალმა მაჩვენებელმა და გაუარესებულმა სოციალურმა მდგომარეობამ შეიძლება განაპირობოს ტრანსპორტირების, მომარაგების, საწარმოო და საოპერაციო რისკების ზრდა, რაც გამოიწვევს ბიზნესის ფუნქციონირებადობის პრინციპის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას. კრიზისულ პერიოდში კომპანიების დიდ ნაწილს უჭირს რისკების სწორი მენეჯმენტი, რადგან რისკების მართვა მრავალსაფეხურიანი და რთული პროცესია.

რისკის მნიშვნელობის დონეს განსაზღვრავს ორი ძირითადი ფაქტორი:

  1. რისკის დადგომის ალბათობა;
  2. რისკის გავლენა, ანუ ნეგატიური შედეგის გავლენა კომპანიის მიზნებზე და ამოცანებზე.

ნაშრომში შემოთავაზებულია საქართველოში ალკოჰოლური სასმელების სექტორისათვის რისკების კატეგორიზაცია მათი დადგომის ალბათობის და გავლენის კომბინაციის გათვალისწინებით, ასევე მათი  პრიორიტეტების მიხედვით და შემუშავებულია შეფასების რაოდენობრივი მეთოდი, მოყვანილია დასაშვები რისკიანობის შკალა.

შეფასებულია:

  1. რისკები, რომელთა დადგომის ალბათობა და გავლენა მაღალია კომპანიის მიერ დასახულ მიზნებსა და ამოცანებზე. ისინი მიიჩნევა პრიორიტეტულ რისკებად და უნდა დაეთმოს დიდი ყურადღება;
  2. რისკები, რომელთა დადგომის ალბათობა და გავლენა კომპანიის სტრატეგიულ მიზნებსა და ფუნქციონირებადობის პრინციპებზე მცირეა. ასეთი რისკები მიიჩნევა ნაკლებ პრიორიტეტულ რისკებად და მათ ნაკლები ყურადღება ეთმობა;
  3. რისკები, რომელთა დადგომის ალბათობა მაღალია და გავლენა მცირეა და პირიქით, მოხდენის ალბათობა მცირეა და გავლენა მაღალი. მათი პრიორიტეტების რიგითობის განსაზღვრა უნდა ხორციელდებოდეს კომპანიის სტრატეგიული მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე.

მსგავსი სტატიები

<< < 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.