რადონით დასხივება და ფილტვის კიბო

მაიონიზებელი გამოსხივება რადონი ფილტვის კიბო იზოტოპები A კლასის კანცეროგენი ბაზალური და სეკრეტული უჯრედები

ავტორები

  • მაგდა მეცხვარიშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტი „ტალღა“, Georgia https://orcid.org/0000-0002-1318-529X
  • სამსონ ფაღავა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტი „ტალღა“, Georgia
  • კახა გორგაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტი „ტალღა“, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტი, Georgia
  • შორენა დეკანოსიძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტი „ტალღა“, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტი, Georgia
  • ნათია ბერიაშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტი „ტალღა“,საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტი, Georgia
ტომ. 5 No. 1 (2023)
სტატიები
March 15, 2023

ჩამოტვირთვები

რადონი იწვევს ფილტვის კიბოთი დაავადებას და სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველწლიურად მაღალ ციფრებს აღწევს, რაც მას ფილტვის კიბოს მეორე ყველაზე მნიშვნელოვან მიზეზად აქცევს თამბაქოს მოხმარების შემდეგ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) რადონი დაასახელა ფილტვის კიბოს გამომწვევ კანცეროგენულ ნივთიერებად. რადონი ბუნებრივი, რადიოაქტიური ნივთიერებაა, რომელიც ძირითადად გვხვდება ნიადაგში ან კლდეში. რადონის რადიაქტიული დაშლის შდეგად მიღებული შვილობილი პროდუქტები სხეულში სასუნთქი გზებით ხვდება. სხეულში შეღწევისას ეს რადიოაქტიური ელემენტები ასხივებენ α-ნაწილაკებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ფილტვის ქსოვილზე, რაც  ხანგრძლივი ზემოქმედებით შედეგად იწვევს ფილტვის კიბოს. ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა პირველად გამოავლინა მაღალი კორელაცია ფილტვის კიბოს სიხშირესა და რადონის შვილობილი ელემენტების ზემოქმედებას შორის ევროპაში მაღაროელებში. ამის შემდეგ დაიწყეს სახლებში რადონის ზემოქმედებისა და ფილტვის კიბოს შემთხვევების შესახებ მონაცემების და კვლევების შეგროვება. ბევრმა საერთაშორისო კვლევამ აჩვენა ფილტვის კიბოს რისკის თანაფარდობის ზრდა, როდესაც სახლის შიგნით რადონის კონცენტრაცია მაღალია.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.