სამშენებლო ბიზნესის თანამედროვე პრობლემები და განვითარების გზები

მშენებლობა ბიზნესი ეკონომიკა პრობლემები ინვესტიცია

ავტორები

ტომ. 4 No. 3 (2022)
სტატიები
June 30, 2022

ჩამოტვირთვები

სტატიაში „სამშენებლო ბიზნესის თანამედროვე პრობლემები და განვითარების გზები“ გადმოცემულია მშენებლობის დარგის როლზე და მნიშვნელობაზე ქვეყნის ეკონომიკასა და მის განვითარებაში. აღნიშნულია ასევე იმ პრობლემების შესახებ რომელიც არსებობს დარგში, ამასთან მოცემულია თუ რა გავლენა იქონია პანდემიამ სამშენებლო ბიზნესზე როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე იმერეთის რეგიონში.ნაშრომში ასევე საუბარია მშენებლობის დარგში განხორციელებული ინვესტიციების შესახებ. სტატიაში გადმოცემულია კვლევის შედეგები, რომელთა ანალიზი წარმოდგენას იძლევა მშენებლობის ხარისხის, 1მ2 ფართობის ფასების დონისა და მშენებლობის სექტორში ნებართვის გაცემის სირთულის შესახებ. ასევე აღნიშნულია ის პრობლემები, რაც ხელს უშლის  მშენებლობის განვითარებას რეგიონში. კერძოდ:

  • ეკონომიკის არასტაბილურობა;
  • სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის ნაკლებობა;
  • სავალუტო ლურსის მერყეობა;
  • ინვესტიციების სიმცირე.

 ამასთან მოცემულია რესპოდენტთა  რეკომენდაციები სხვადასხვა მიმართულებით. აქედან აღსანიშნავია:

  • მშენებლობის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა, რაც მიიღწევა მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მაღალი დონის ჩართულობით;
  • ყურადღება გამახვილდეს განათლების ამაღლებასა და მეტ პროფესიონალიზმზე.
  • სამშენებლო მასალების ხელმისაწვდომობა და მაღალი ხარისხი.

 რომელთა გათვალისწინება მათი აზრით ხელს შეუწყობს მშენებლობის დარგის განვითარებას როგორც რეგიონში ასევე ქვეყნის დონეზე.სტატიაში მოცემულია ავტორთა მოსაზრებები და რჩევები, რომელიც დანახულია მეცნიერთა თვალთახედვით და რომელთა პრაქტიკაში განხორციელება  დაეხმარება დარგს საქმიანობის  ეფექტურად წარმართვაში.

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.