კონკურენციის პოლიტიკის როლის შედარებითი ანალიზი მეცნიერების კომერციალიზაციაში

მეცნიერება საზოგადოებისთვის, თუ მხოლოდ ბიზნესისთვის?

მეცნიერების კომერციალიზაცია კონკურენციის პოლიტიკა ინოვაციების პოლიტიკა ინტელექტუალური საკუთრების უფლება ბაზარზე შესვლის ბარიერი

ავტორები

ტომ. 7 No. 3 (2025)
სტატიები
September 16, 2025

ჩამოტვირთვები

მეცნიერების კომერციალიზაცია წარმოადგენს ფუნდამენტურ პროცესს, რომელიც კვლევით აღმოჩენებს საბაზრო პროდუქტებად გარდაქმნის, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას და საზოგადოების სოციალურ საჭიროებებს პასუხობს. მეცნიერების კომერციალიზაციასა და კონკურენციის პოლიტიკას შორის კომპლექსური ურთიერთკავშირი არსებობს. წინამდებარე კვლევა იკვლევს, თუ როგორ ქმნის კონკურენციის დაცვის პოლიტიკა მეცნიერების კომერციალიზაციის ხელშემწყობ პირობებს და ამავდროულად უზრუნველყოფს სარგებელზე ყველასთვის სამართლიან წვდომას.

ნაშრომი განიხილავს სამ მნიშვნელოვან გამოწვევას: კვლევების მონოპოლიზაციას, ახალი ინოვატორებისთვის ბაზარზე შესვლის მაღალ ბარიერებსა და საჯარო ცოდნის პრივატიზებასთან დაკავშირებულ ეთიკურ საკითხებს. ნაშრომი აფასებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი „ბაი-დოულის აქტისა“ და ევროკავშირის პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ის შესწავლის გზით, რათა განისაზღვროს მათი გავლენა შედეგებზე.

აგრეთვე, კონკრეტული შემთხვევებისა (case studies) და პოლიტიკის ანალიზის საფუძველზე, ნაშრომი იკვლევს, თუ როგორ შეუძლიათ კონკურენციის პოლიტიკის მექანიზმებს ინოვაციური სტიმულებისა და სამეცნიერო აღმოჩენებზე საზოგადოების ფართო წვდომის დაბალანსება. ანალიზის შედეგად შემუშავებულია რეკომენდაციები, რომლებიც მიზნად ისახავს ინოვაციებზე ორიენტირებული კონკურენციის პოლიტიკის მხარდაჭერას.

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.