თაფლის ხარისხობრივი შედარებითი ანალიზი: ადგილობრივი და იმპორტირებული ნიმუშების ექსპერტიზის საფუძველზე
ჩამოტვირთვები
თაფლი წარმოადგენს ბუნებრივ, სრულიად მზა და კონცენტრირებულ დამატკბობელს, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი გამოყენების ისტორია აქვს. იგი არა მხოლოდ საკვები, არამედ კულტურული და სამკურნალო ღირებულების მქონე პროდუქტია, რომელიც გამოირჩევა მაღალი ბიოლოგიური აქტიურობით, დაბალი გლიკემიური ინდექსითა და იმუნური სისტემის მხარდამჭერი თვისებებით.
საქართველოში თაფლი ისტორიულად ასოცირდება ტრადიციებთან, რელიგიურ რიტუალებთან და ადგილობრივ ბუნებრივ პირობებთან. რეგიონების მიხედვით განსხვავდება თაფლის სახეობებიც – ცაცხვის, ტყის, აკაციის, მუხის, წაბლის და სხვა.
თაფლი წარმოადგენს ეკონომიკურად მნიშვნელოვან პროდუქტს, რაც ფალსიფიკაციის რისკს ზრდის. ხშირად ვრცელდება ეტიკეტირების გარეშე ან რეგულაციებთან შეუსაბამო პროდუქტი. აქედან გამომდინარე, ხარისხის, უსაფრთხოებისა და იდენტიფიკაციის დადასტურება აუცილებელია როგორც მომხმარებლის დაცვასთან, ისე ბაზარზე სამართლიან კონკურენციასთან მიმართებით. განსაკუთრებით აქტუალური გახდა ეს საკითხი მაშინ, როცა ევროკავშირის ბაზარზე ქართული თაფლის ექსპორტის შესაძლებლობა რეალურად გაჩნდა.
კვლევის მიზანია თაფლის ქიმიური და ორგანოლეპტიკური მახასიათებლების შეფასება თანამედროვე სტანდარტული მეთოდებით, მათი შესაბამისობის დადგენა Codex Alimentarius-თან და ადგილობრივ რეგულაციებთან. ანალიზი ჩატარდა ექვს ნიმუშზე, მათ შორის იყო როგორც ქართული, ასევე იმპორტირებული თაფლი. შეფასება მოიცავდა ორგანოლეპტიკურ, ფიზიკურ-ქიმიურ (pH, მჟავიანობა, დიასტაზის რიცხვი, შაქრები, ნაცარი და სხვ.) და უვნებლობის (მძიმე მეტალები) პარამეტრებს.
ჩატარებული ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ თაფლის ნიმუშების უმეტესობა შეესაბამება როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო სტანდარტებს. ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლების (გლუკოზა, ფრუქტოზა, pH, მჟავიანობა, ნაცარი) მიხედვით თაფლი გამოირჩევა ბუნებრივი წარმოშობის და ბიოქიმიური სიმწიფის ნიშნებით, ხოლო ორგანოლეპტიკური შეფასებაც ადასტურებს მის იდენტიფიკიაციას. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ ნიმუშში (საოჯახო თაფლი) დაფიქსირდა საქაროზის დასაშვებზე მაღალი მაჩვენებელი, რაც შესაძლოა მიუთითებდეს დაუმწიფარ მდგომარეობაში შეგროვებაზე ან ფალსიფიკაციაზე. ასევე გამონაკლისს წარმოადგენდა ორი ნიმუში, რომლებშიც დიასტაზური აქტივობა და ნაცრის შემცველობა ნორმას აჭარბებდა, რაც სავარაუდოდ ტექნოლოგიური პროცესის დარღვევით ან არასათანადო შენახვით იყო განპირობებული. ეტიკეტირების ანალიზმა გამოავლინა მოთხოვნების დარღვევა შპს „აგროჰაბისა“ და საეკლესიო მაღაზიაში შეძენილ თაფლში – ეტიკეტზე არ იყო მითითებული სავალდებულო ინფორმაცია. უვნებლობის თვალსაზრიოსით ნიმუშები შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს.
Downloads
ღოღობერიძე თ., მაძღარაშვილი გ.,ფეიქრიშვილი მ., ნაფეტვარიძე ც., ბალიაშვილი ლ., კორძახია ა., კვეზერელი შ. ©UNDP Georgia 2017 “მეფუტკრეობა“;
Sultan Ayoub Meoa, Saleh Ahmad Al-Asirib, Abdul Latief Mahesarc, Mohammad Javed Ansarid ,,Role of honey in modern medicine” Volume 24, Issue 5, July 2017;
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. თაფლი – მსოფლიო ბაზრის ანალიზი. ეკონომიკური კვლევის და მონაცემთა ანალიზის სამმართველო 2024 წ.;
ვანიძე მ., კალანდია ა., ჯაფარიძე ი., ,,ღვინისა და თაფლის ანალიზის საერთაშორისო მეთოდები’’. გამომცემლობა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმი _ 2019 წ.;
GOST 19792-87 ნატურალური თაფლი (ტექნიკური პირობები);
საერთაშორისო სტანდარტი GOST 34232—2017. თაფლი, საქაროზას აქტივობის, დიასტაზის რაოდენობის, უხსნადი ნივთიერებების განსაზღვრის მეთოდები
საავტორო უფლებები (c) 2025 ქართველი მეცნიერები

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

