2.5 სოციალური მეცნიერებები

ხარისხის ინფრასტრუქტურა და მეცნიერება

ავტორები

განვითარებული ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ   ხარისხის ინფრასტრუქტურა ქმნის შესაბამის  ჩარჩოს, რომელიც საჭიროა კაცობრიობისათვის  პროდუქტის,  მომსახურების ხარისხის, უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი მდგომარეობის მხარდასაჭერად და გასაუმჯობესებლად. თვით ხარისხის ინფრასტრუქტურა მოიცავს შესაბამის  კომპონენტებს (სტანდარტები, მეტროლოგია, აკრედიტაცია, ტესტირება და სხვა)   და შესაბამისობის შეფასებას (სერთიფიცირება), რომლის  ფორმატიც წინასწარ  განსაზღვრულია.  საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ სამეცნიერო კვლევები ადამიანის პროგრესისა და განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც ასევე   ძირითად როლს თამაშობს ხარისხის ინფრასტრუქტურის თითოეული ელემენტის შექმნასა და ფუნქციონირებაში . 

აღნიშნულის შესაბამისად, სამეცნიერო კვლევების  სტანდარტების სახით წარმოდგენა, ან სტანდარტების შემუშავების დროს გამოყენება, მეტად  მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია მკვლევარებისთვის  მათი შედეგების  დანერგვის თვალსაზრისით.  ასევე, მოცემული  მიდგომა   ქმნის წინაპირობას  კვლევის მიზნის სწორად შერჩევისთვის, რომლის საფუძველზე  მიღებული შედეგი უზრუნველყოფს  ღირებულ ხელშეწყობას ბიზნესისთვის.  გარდა ამისა,   გამოკვეთილი  ორინტირის აღება სამეცნიერო შედეგების სტანდარტიზირებისკენ ასევე  მკაფიოდ  წარმოაჩენს კვლევებში არსებულ საკამათო საკითხებს და ხელს უწყობს მეცნიერებს უზრუნველყონ საკუთარი  კვლევების ვალიდურობა და შედეგიანობა.

გამომდინარე აღნიშნულიდან მეცნიერება და მისი შედეგები, როგორც კაცობრიობის განვითარების მამოძრაველი ფაქტორი, ფარავს ცხოვრების ყველა სფეროს. იგი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ხარისხის ინფრასტრუქტურის შექმნასა და სრულყოფაში, რომელიც თავის მხრივ ეკონომიკური განვითარების მექანიზმის  -   მთავრობა - ბიზნესი - მარკეტი - მომხმარებელი - ერთობლივი და სინქრონული მუშაობის  გარანტიად გვევლინება.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.