2. სოციალური მეცნიერებები 2.5 სოციალური მეცნიერებები

ნატოს და ევროკავშირის როლი ევროპული უსაფრთხოების სისტემის გარდაქმნაში რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში

ავტორები

ტომ. 7 No. 3 (2025)
სტატიები
September 3, 2025

ჩამოტვირთვები

მოცემულ ნაშრომში წარმოდგენილია ყოვლისმომცველი ანალიზი იმის შესახებ, თუ როგორ შეცვალა რუსეთის მიერ 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანმა ომმა ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა და რა გავლენა იქონია კონფლიქტმა ევროპაში მთავარი უსაფრთხოების აქტორების - ნატოს და ევროკავშირის პოლიტიკაზე.

            საკითხის აქტუალობა განპირობებულია ომის შედეგების გავლენით ევროპულ უსაფრთხოებაზე. კონფლიქტმა გამოიწვია პოლიტიკური, ჰუმანიტარული და ენერგეტიკული კრიზისი ევროპაში, რამაც აიძულა ევროკავშირი, ნატო და ცალკეული ევროპული ქვეყნები, გადაეხედათ თავიანთი საგარეო-პოლიტიკური სტრატეგიები, თავდაცვისა და უსაფრთოების პოლიტიკა და ურთიერთობები რუსეთთან. ევროკავშირისა და ნატოს სტრატეგიების ტრანსფორმაციის გაანალიზება საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ ორი ორგანიზაციის ურთიერთქმედება, განსხვავებები მიდგომებში და საერთო უსაფრთხოების სისტემის გარდაქმნის პერსპექტივები.

კვლევის მიზანია ევროპული უსაფრთხოების სისტემის განვითარებაში ევროკავშირის და ნატოს როლის გაანალიზება, მათი სტრატეგიების ინსტიტუციონალური და პოლიტიკური დინამიკების განსაზღვრა და ასევე საკვანძო გამოწვევებისა და ტენდენციების შესწავლა.

ნაშრომის ფარგლებში დასმულია შემდეგი ამოცანები:

  • ევროპული უსაფრთხოების სისტემის ტრანსფორმაციის გაანალიზება უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ;
  • ნატოს და ევროკავშირის საქმიანობაზე და ევროპული ქვეყნების ეროვნულ უსაფრთხოებაზე კონფლიქტის გავლენის კვლევა;
  • ევროპაში მომავალი ინტეგრაციული და თავდაცვითი მექანიზმების პერსპექტივების შესწავლა.

კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომმა გამოიწვია ნატოში მოკავშირეებს შორის სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის გაძლიერება, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავდაცვის ხარჯების ზრდა, ნატოსა და ევროკავშირის კიდევ უფრო დაახლოება საერთო ტრანს-ატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ევროპის ენერგეტიკული სექტორის მნიშვნელოვანი დივერსიფიკაცია.

            ნაშრომში გამოყენებულია კვლევის შედარებითი ანალიზის მეთოდები, Case-Study, პოლიტიკურ-სამართლებრივი ანალიზი, ასევე პოლიტიკური ლიდერების და საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებები და ოფიციალური სტრატეგიული დოკუმენტების კონტენტ-ანალიზი.