სოციალური სტერეოტიპები და მათი მოქმედების კოგნიტური მექანიზმი

სტერეოტიპული აზროვნება ინფორმაციის დამუშავება შთაბეჭდილების ჩამოყალიბება

ავტორები

ტომ. 3 No. 3 (2021)
სტატიები
August 21, 2021

ჩამოტვირთვები

მოცემული კვლევა მიზანად ისახავს პარალელური დამაკმაყოფილებელი შეზღუდვის (პდშმ) კონგიტური მოდელის შესწავლას. აღნიშნული კვლევა წარმოადგენს აღწერით კვლევას, რომელიც არის პირველი შთაბეჭდილების ექსპერიმენტულ შესწავლაზე მიმართული კვლევითი პროექტის ერთ ერთი კვლევითი ეტაპი. პდშმ მოდელი უკავშირდება სოციალური ინფორმაციის დამუშავების პროცესს და ეფუძნება ასოციაციური ბადის მექანიზმს. მოდელის დაშვების თანახმად  ინფორმაციის სტერეოტიპულ დამუშავებას საფუძვლად უდევს აღმქმელის გონებაში გარედან მოწოდებული ინფორმაციის შედეგად ავტომატურად გააქტიურებული ასოციაციების  აღძვრა/შეკავების პროცესი. ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვესწავლა ასოციაციების სწორედ ასეთი აღძვრა შეკავების პროცესი რეალური სოციალური სტერეოტიპების მაგალითზე. ამ მიზნით განხორციელდა ხუთი სოციალური კატეგორიის შესწავლა (მზარეული, ლექტორი, ექიმი, ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი და ტიპიური ქართველი კაცი), ხოლო შემდგომ გაზომილ იქნა ასოციაციური მახასიათებლების აღძვრა/შეკავების დონე, რომლებიც დადებითან თუ უარყოფითად უკავშირდება ამა თუ იმ გააქტიურებულ სტერეოტიპს. გააქტიურებულ სტერეოტიპულ კატეგორიებს შორის მიმდინარე აღძვრა შეკავების დონის ურთიერთშედარებისა და  ამ პროცესის ამავე კატეგორიის თვისებრივ დახასიათებებთან შედარების შედეგად, ნათელი გახდა, რომ აქტივაცია დეაქტივაციის პროცესი რეალურად მიმდინარეობს ნამდვილი აღმქმელის გონებაში. სხვა სიტყვებით, სტერეოტიპის გააქტიურების დროს ასოციაციათა აღძვრა შეკავების პროცესი შინაარსობრივად ემთხვევა და აკმაყოფილებს აღმქმელის გონებაში არსებულ წარმოდგენას ამ სოციალური კატეგორიის შესახებ.

მსგავსი სტატიები

<< < 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.