ვერცხლისწყლის მგრძნობიარე სენსორის კონსტრუქციაში მყარი დიელექტრიკული ფუძეშრის პოლიმერული ფუძეშრით ჩანაცვლება

ეს ნაშრომი დაფინანსდა შოთა რუსთველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ. გრანტის ნომერი FR-24-4324.

ვერცხლისწყალი სენსორი პოლიმერი ფუძეშრე

ავტორები

ტომ. 8 No. 1 (2026)
სტატიები
March 21, 2026

ჩამოტვირთვები

ნაშრომში მოყვანილია კვლევები, რომლებიც დაკავშირებულია ვერცხლისწყლის მგრძნობიარე სენსორის შექმნასთან. მოცემულია ავტორების მიერ შემუშავებული სენსორის დროითი და ტემპერატურული მდგრადობის გაზრდის შესაძლებლობა ტექნოლოგიური და კონსტრუქციული დახვეწით. კერძოდ, მგრძნობიარე ფენასა და ფუძეშრეს შორის ადჰეზიის გაზრდას მყარი ფუძეშრის  პოლიმერულით ჩანაცვლებით. ტექნოლოგიურად ფუძეშრეზე კი არ დაეფინოს სენსორული ფენა არამედ პირიქით სენსორულ ფენაზე მოხდეს პოლიიმიდის ფუძეშრის ფორმირება. ჩატარდა ტექნოლოგიური პროცესები და გამოკვლეული იქნა მიღებული სტრუქტურები. პირველადი შედეგებით ვერცლისწყლის მგრძნობიარე ოქროს თხელი ფენის ადჰეზიური სიმტკიცე პოლიმერულ ფუძეშრესთან დაახლოებით ერთი თანრიგით გაიზარდა იმვე ფენის ადჰეზიურ სიმტკიცეზე მყარ დიელექტრიკულ საფენთან შედარებით. ეს იმის ვარაუდის საფუძველს გვაძლევს, რომ აღნიშნული კონსტრუქციით და ტექნოლოგიით დამზადებული სენსორი სტაბილური და გამძლე იქნება დროში და სითბური დატვირთვების მიმართ.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 4 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.