მიგრაციიდან რეინტეგრაციამდე: ქართველ ქალების პოსტ საემიგრაციო გამოცდილების შესწავლა

Female Migration Reintegration Challenges Georgian Migrants Labour Market Functionalist Perspective of returned migration

ავტორები

ტომ. 6 No. 3 (2024)
სტატიები
August 8, 2024

ჩამოტვირთვები

უკანასკნელი სამი ათეული წლის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით შეიმჩნევა ქალთა მიგრაციული ნაკადების ზრდა, რაც ასევე დამახასიათებელია საქართველოსთვის. მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, ქალი მიგრანტების რიცხვი ბევრად აღემატება კაცი მიგრანტების რიცხვს (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2014) და ქართველი ქალი მიგრანტები ძირითადად დასაქმებულნი არიან საბერძნეთის, იტალიის თუ თურქეთის შინამეურნეობებში, ხშირად ლეგალური დოკუმენტაციის გარეშე. წარმოდგენილი სტატიის მიზანია შეისწავლოს დაბრუნებული ქალი მიგრანტების გამოწვევები მიკრო (ოჯახი), მეზო (თემი) და მაკრო (შრომის ბაზარი) დონეებზე. წარმოდგენილი სტატია ეფუძნება თვისებრივ მიდგომას, რომლის ფარგლებში შვიდი სიღრმისეული ინტერვიუ ჩატარდა დაბრუნებულ ქალ მიგრანტებთან, ხუთი სიღრმისეული ინტერვიუ - მიგრაციაში მყოფი ქალი მიგრანტების ქალიშვილებთან და ეთნოგრაფიული მიდგომით მოხდა ფეისბუქ გვერდებზე გამოქვეყნებული ყოფილი მიგრანტი ქალების პოსტებისა და კომენტარების შესწავლა. კვლევამ გამოავლინა  ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ ან აფერხებენ დაბრუნებულ ქალ მიგრანტთა რეინტეგრაციის პროცესს, რომელთა შორისაა განშორების ხანრგძლივობა და ოჯახის წევრთა გამოცდილება. კვლევის მიგნებები მიუთითებს, რომ რეინტეგრაცია რთული პროცესია, რომელზეც გავლენას ახდენს სხვადასხვა ფაქტორი. დასაქმებისას დაბრუნებული მიგრანტები მნიშვნელოვანი გამოწვევებს აწყდებიან ასაკის, კვალიფიკაციის და მათი არყოფნის პერიოდში შრომის ბაზრზე გაჩენილი ახალი ტენდენციების არცოდნის გამო.  არაინფორმირებულობისა და შეზღუდული რესურსების გამო ბევრ დაბრუნებულ მიგრანტს ურჩევნია გააგრძელოს ზრუნვის შრომა, რომლებსაც ისინი საზღვარგარეთ ყოფნისას ასრულებდნენ. თემის დონეზე, მიმღებ და გამგზავნ ქვეყნებს შორის კულტურული და ქცევითი განსხვავებები ართულებს რესოციალიზაციის პროცესს. სოციალური უთანასწორობა და მომსახურების დაბალი სტანდარტები ასევე ხელს უშლის რეინტეგრაციას. გაჭიანურებული მიგრაცია საგრძნობლად ცვლის დარჩენილი ოჯახის დინამიკას, სტრუქტურას და წევრთა შორის ვალდებულებების გადანაწილებას, რაც ართულებს დაბრუნებულთა ადაპტაციის პროცესს. დაბრუნების პროცესის თანმხლები ნეგატიური ემოციები და გარიყულობის გრძნობა გამოწვევაა ყოფილი მიგრანტებისთვის, რომლებიც იბრძვიან ოჯახის სტრუქტურაში  ადგილის დასამკვიდრებლად. ოჯახების წევრთა ფინანსური დამოკიდებულება ფულად გზავნილებზე კიდევ უფრო ართულებს აღნიშნულ პროცესს. ოჯახის წევრებთან ხშირი და გულწრფელი კომუნიკაცია და ახლობლების მხარდაჭერა ხელს უწყობს დაბრუნებულ ქალ მიგრანტთა წარმატებულ რეინტეგრაციას. ფუნქციონალისტური პერსპექტივიდან, რეინტეგრაციის გამოწვევები შეიძლება განვიხილთ, როგორც სოციალური წონასწორობის დარღვევა, სადაც დაბრუნებული მიგრანტები იბრძვიან თავიანთი ყოფილი სტატუსების, როლებისა თუ ფუნქციების დასაბრუნებლად საზოგადოების მიკრო, მეზო და მაკრო დონეზე. მაშინ როდესაც ეს პროცესი წარმატებით არ მიმდინარეობს, ყოფილი მიგრანტები ხელსაყრელ გარემოებებს ელოდებიან მიგრაციაში დასაბრუნებლად.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

<< < 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.