მწვავე და ქრონიკული ანთებითი ინდექსის განაწილების თავისებურებანი საშვილოსნოს ყელის სხვადასხვა ხარისხის ინტრაეპითელური ნეოპლაზიების დროს და მისი კავშირი AgNOR ტექნოლოგიით გამოვლენილ პროლიფერაციულ აქტივობასთან

ავტორები

მიკროფლორა წარმოადგენს მიკრობების ერთიანობას, რომლებიც ცხოვრობენ სხვადასხვა ორგანოებში.​4​  მიკრობიომსა და ანთებას შორის ურთიერთკავშირი სულ უფრო აშკარა ხდება. უფრო მეტიც, მიკრობიომისა და ანთების როლი კიბოს წარმოქმნასა და განვითარებაში მრავალი სხვადასხვა კვლევით არის შესწავლილი. მიკროორგანიზმების ჰომეოსტაზის დარღვევის დროს თავად მიკროორგანიზმები ან მათი პროდუქტები მაკროორგანიზმში იწვევენ საპასუხო იმუნურ რეაქციებს. გახანგრძლივებული ანთების შედეგად ვითარდება ქრონიკული ანთება, რომელიც სიმსივნის ერთ-ერთი მაინდუცირებელი ფაქტორია. ქრონიკული ანთების პირობებში უჯრედები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი ავთვისებიანი ტრანსფორმაციისაკენ. კვლევების უმეტესობაში ყურადღება გამახვილებულია საშვილოსნოს ყელის კიბოსა და მიკრობიომს შორის კავშირზე, თუმცა ანთებაც ასევე შესაძლებელია იყოს საშვილოსნის ყელის კიბოს განვითარების ერთ-ერთი მიზეზი.  ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენდა მწვავე და ქრონიკული ანთებითი ინდექსების განაწილების თავისებურებების შესწავლა საშვილოსნოს ყელის სხვადასხვა ხარისხის ინტრაეპითელური ნეოპლაზიების დროს და მისი კავშირის დადგენა  AgNOR-ის ტექნოლოგიით გამოვლენილ პროლიფერაციულ აქტივობასთან.ჩვენი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მწვავე ანთებითი ინდექსი სარწმუნო კორელაციაში არ არის დისპლაზიის ხარისხთან განსხვავებით ქრონიკული ანთებითი ინდექსისგან რომელიც, რაც უფრო მაღალია დისპლაზიის ხარისხი ასევე შესაბამისად მით მაღალია ქრონიკული ანთებითი ინდექსის მაჩვენებლი.ქრონიკული ანთებითი ინდექსი შესაძლებელია გამოყენებული იქნას, როგორც შესაძლო დისპლაზის დამატებითი კრიტერიუმი. AGNOR-ის დამატებითი შეღებვის მეთოდი ასევე შესაძლოა გამოყენებული იქნას პროლიფერაციული აქტივობის შეფასებისათვის.  

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

1 2 3 4 > >> 

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 4 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.