1.1 აგრარული და ბიოლოგიური მეცნიერებები

მინი კივის (Actinidia arguta Planch.) ჯიშების ბიოლოგიური თვისებებისა და აგრონომიული მაჩვენებლების დახასიათება საქართველოში

მინი კივი ყვავილობა მომწიფება მოსავალი ზომა პომოლოგია

ავტორები

  • ელენე მაღლაკელიძე სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, ხეხილოვანი კულტურების კვლევის სამსახური, Georgia
  • ზვიად ბობოქაშვილი სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, ხეხილოვანი კულტურების კვლევის სამსახური, Georgia
  • ლარისა ანდრონიკ გენეტიკის, ფიზიოლოგიისა და მცენარეთა დაცვის ინსტიტუტი, ქ. კიშინიოვი, Moldova, Republic of
  • ტატიანა კალუგარუ-სპატარუ გენეტიკის, ფიზიოლოგიისა და მცენარეთა დაცვის ინსტიტუტი, ქ. კიშინიოვი, Moldova, Republic of
  • სვეტლანა სმერეა გენეტიკის, ფიზიოლოგიისა და მცენარეთა დაცვის ინსტიტუტი, ქ. კიშინიოვი, Georgia
ტომ. 7 No. 4 (2025)
სტატიები
October 21, 2025

ჩამოტვირთვები

კლიმატის ცვლილების პროცესის გაძლიერების ფონზე იზრდება ადაპტირებადი ხეხილოვანი კულტურების საჭიროება. Actinidia arguta (ცნობილი როგორც მინი კივი, ბეიბი კივი ან გამძლე კივი) გამოირჩევა ყინვებისადმი მაღალი გამძლეობით, გლუვი და საჭმელად ვარგისი ნაყოფის კანის გამო მომხმარებლებისადმი მაღალი მიმზიდველობით, აგრეთვე მაღალი კვებითი ღირებულებითა და აგროეკოლოგიური ადაპტაციის უნარით. აღნიშნული მახასიათებლების და მზარდი ბაზრის ინტერესის ერთობლიობა მინი კივის აქცევს მნიშვნელოვან კულტურად, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას კლიმატურად სენსიტიურ რეგიონებში ხეხილოვანი წარმოების დივერსიფიკაციის მიზნით.

კვლევის მიზანი იყო საქართველოში არსებული აგროეკოლოგიური პირობებში მინი კივის ოთხი ინტროდუცირებული ჯიშის — Weiki, Ken’s Red, Issai და Jumbo — ბიოლოგიური და აგრონომიული მაჩვენებლების შეფასება, რათა დადგინებულიყო ადგილობრივი წარმოებისთვის ყველაზე შესაფერისი და კლიმატურაგამძლე ჯიშები.

საველე და ლაბორატორიული კვლევები ჩატარდა 2019–2023 წლებში მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას საკოლექციო ბაღში, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ძირითადი ხეხილოვანი ზონის ტიპურ არეალს. დაკვირვება მოიცავდა ძირითად ფენოლოგიურ პარამეტრებს, მათ შორის კვირტის გაშლას, ყვავილობის პერიოდს, ნაყოფის მომწიფებასა და ფოთლების ცვენას. პარალელურად ჩატარდა პომოლოგიური მაჩვენებლების სრული შეფასება — ნაყოფის ზომა, მასა, ფორმა და ორგანოლეპტიკური მახასიათებლები, აგრეთვე მოსავლიანობის კომპონენტები. ბიოქიმიური ანალიზებით განისაზღვრა ნაყოფში არსებული მთლიანი ხსნადი მშრალი ნივთიერებების რაოდენობა (TSS), ტიტრირებადი მჟავიანობა (TA) და C ვიტამინის (ასკორბინის მჟავა) შემცველობა, რაც შესაძლებელს ხდიდა ნაყოფის ხარისხის და პომოლოგიური თვისებების კომპლექსურ შეფასებას.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.