საქართველოში მოზარდი Thymus collinus Bieb. მიწისზედა ნაწილების ფარმაკოგნოსტური შესწავლა

ბიოლოგიური აქტივობა ეთერზეთი Thymus collinus

ავტორები

ტომ. 6 No. 1 (2024)
სტატიები
January 25, 2024

ჩამოტვირთვები

განხორციელდა ქვემო ქართლის ფლორისტულ რაიონში (საქართველო) შეგროვილი,  კავკასიის ენდემური სახეობის Thymus collinus Bieb. მიწისზედა ნაწილებიდან მიღებული ეთერზეთის ქიმიური შემადგენლობის კვლევა. ტერპენული კომპონენტების პროცენტული შემცველობა განისაზღვრა გაზური ქრომატოგრაფიით. ეთერზეთის დომინანტი კომპონენტებია ნეროლიდოლი (43.42 %) და კარვაკროლი (21.40 %). იდენტიფიცირებულ ტერპენულ ნაერთებში ჭარბობს ჟანგბადშემცველი სესქვიტერპენები. ეთერზეთმა გამოავლინა მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტური აქტივობა ORAC ტესტში (5.41± 0.03 მიკრომოლი ტროლოქსის ექვივალენტი/მგ), ასევე ხასიათდება ზომიერი ციტოტოქსიური აქტივობით (80 ± 11 მკგ/მლ) ფილტვის კარცინომის (A-549) უჯრედული ხაზის წინააღმდეგ.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

1 2 > >> 

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.