ანოტაცია
ქაცვი (Hippophae ramnoides L,Eleagnaceae) საქართველოს ფლორის ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული მცენარეა, მისი მდიდარი ქიმიური შემადგენლობა განსაზღვრავს მრავალფეროვან ფარმაკოლოგიურ მოქმედებას დამწვრობის, გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, საშვილოსნოს ყელის ეროზიის, კანის და საყლაპავი მილის სხივური დაავადებების და სხვათა სამკურნალოდ [1,2,3]. კვლევის ობიექტს წარმოადგენდა საქართველოში მოზარდი ქაცვის ნაყოფის ზეთის ვაგინალური სუპოზიტორიები. შემუშავებულია ქაცვის ზეთის მოდელური სუპოზიტორიები კაკაოს ცხიმის და ვიტეპსოლ W35-ის ფუძეებზე. წარმოდგენილი სუპოზიტორიები სტანდარტიზებულია კაროტინოიდების ჯამით - 0,66 -0,75 მგ/სუპ. ( β -კაროტინზე გადაანგარიშებით). ქაცვის ზეთის 0,3 გ ვაგინალური სუპოზიტორიებიდან კაროტინოიდების in vitro გამოთავისუფლების პროფილის შედარებით ნაჩვენებია, რომ ორივე ფუძეზე მომზადებულ ნიმუშებს ახასიათებს პროლონგირებული გამოთავისუფლება, ამასთან პროცესი უფრო ინტენსიურიად მიმდინარეობს დიფილურ ფუძეზე (ვიტეპსოლი W 35), რომელიც რეკომენდებულია ძირითად სუპოზიტორიულ ფუძედ ქაცვის ზეთის სუპოზიტორიებისათვის. სუპოზიტორიებში იდენტიფიცირებულია ქაცვის ზეთის წამყვანი ცხიმოვანი მჟავები - პალმიტინის, ოლეინის და სტეარინის. განსაზღვრულია სუპოზიტორიების ფიზიკურ - ქიმიური და სტრუქტურულ-მექანიკური მაჩვენებლები.
წყაროები
Машковский М.Д., Лекарственные средства:В 2-х томах.М. Медицина.1996
Справочник лекарственных средств Vidal, https://www.vidal. ru/drugs/ hippophaes_oleum__419692
Халеева Л.Д., Петренко И.Г. ,Влияние суппозиториев с облепиховым маслом на течение экспериментального проктита и кольпита.,2-ая Респ.Конф по мед ботанике.тез.докл.Киев,1988.с.318
Головкин В.А., и др., Приготовление и изучение супозиториев с коргликоном ХФЖ.1997.№12.с.90-93.
Майорова А.В., Кондратьева Т.С., Исследование высвобождения БАВ сухого экстракта арники из суппозиториев в опытах in vitro,Науч.Труды НИИФ.М.,1998.т.37.ч.1.с.170-173.
Тринеева О.В. , Комплексное исследование содержания и специфического профиля БАВ плодов облепихи крушиновидной.Воронеж:Издательский дом ВГУ,2016.224с.
Демина Н.Б, Анурова М.Н., Суппозитории: аспекты модернизации лекарственной формы, Разработка и регистрация лекарственных средств 2016 №4 (17), с.92-97.
Гукасова-Федорова Н.Я., Селезнова Е.Д. , Лечение эрозии шейки матки облепиховым маслом, Акушерство и гинекология, 1995, N5, c.57-58
Petra S Larmo , Baoru Yang , Juha Hyssälä , Heikki Kallio , Risto Erkkola, Effects of sea buckthorn oil intake on vaginal atrophy in postmenopausal women: A randomized, double-blind, placebo-controlled study, Maturitas,Volume 79, Issue 3, November 2014, Pages 316-321, https://doi.org/10.1016/j.maturitas.2014.07.010
Risto Erkkola, Baoru Yang , Sea buckthorn oils: Towards healthy mucous membranes, Women’s Health, http://www.scicompdf.se/membrasin/yang_erk_2003.pdf
Патент РФ 2122851б6А61К9/02;35/78, 1998г.
Патент РФ 2097022, 6А61К 9/02 , 1997г.
Патент РФ 2212882С1А61К9/02,А61К 35/78 А61 Р43/00 , 2003г
სახელმწიფო ფარმაკოპეა, ტომი 2, თბილისი, 2003, გვ.80-82
ბაკურიძე ა., წამლის სამრეწველო ტექნოლოგია, თბილისი, 2006.
ОФС - суппозитории 1.4.1.0013.15 Взамен ст.ГФ x
ФС- 42-1730- 98 Масло облепиховое
Масло облепиховое «Oblepiha22», Технические условия, 2002 https://www.oblepiha22.ru/assets/maslo_oblepihovoye_tu.pdf
Kovàts E., Characterization of organic compounds by gas chromatography. Part 1. Retention indices of aliphatic halides, alcohols, aldehydes and ketones. Helvetica Chimica Acta, 41, 1915-1932, 1958
Salova V.G., Odintsova E.B., Kozlova Zh.M, Comparison of metods for determining the release of itraconazole from vaginal suppositories, "Medical & pharmaceutical journal "Pulse" , 2020. Vol. 22. N 6, http://dx.doi.org/10.26787/nydha-2686-6838-2020-22-6-79-83.
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .
საავტორო უფლებები (c) 2023 ქართველი მეცნიერები