საქართველოში გავრცელებული Phytolacca americana L. ნაყოფის ლიპიდები

ავტორები

 კვლევების შედეგებზე დაყრდნობით  დადგენილია  დასავლეთ საქართველოში მოზარდი ჭიაფერას Phytolacca americana L. ნაყოფის ლიპიდები და თანმხლები ბიოლოგიურად აქტიური ნაერთები. საკვლევი ობიექტიდან მიღებულია ნეიტრალური და პოლარული ლიპიდების ჯამები  9% და 1,5%. დადგენილია  მათში შემავალი ძირთადი კლასები, განსაზღვრულია ზოგიერთი ფიზიკო-ქიმიური მახასიათებელი, გაზურ-ქრომატოგრაფიული მეთოდით ნ/ლ ჯამში თვისობრივად და რაოდენობრივად დადგენილია ნაჯერი, უჯერი და პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები, ზოგიერთი მათგანის მაღალი პროცენტული შემცველობით 9,12 ოქტადეკადიენი 30,99%, 9,12,15 ოქტადეკატრიენი 31,56%,   ჰექსადეკანი 15,56%. პოლარულ ჯამში თვისობრივად დადგენილია და რაოდენობრივად განსაზღვრულია ფოსფოლიპიდები საერთო შემცველობით 0,1%. აღნიშნულ ობიექტში  კაროტინოიდების შემცველობაა 33,0 მგ%. დადგენილია ნაყოფში  ამინომჟავების არსებობა.  Phytolacca americana L ნაყოფიდან მიღებული მცენარეული ზეთი მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური ნაერთებით, რაც სამომავლოდ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ადგილობრივი ნედლეულის ბაზაზე  შეიქმნას იაფი და ეფექტური სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალებები,  რომელსაც პრაქტიკული  გამოყენება  ექნება ფარმაციაში, მედიცინაში და  კოსმეტოლოგიაში.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                 

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.