ზღვა როგორც მრავალმნიშვნელოვანი სიმბოლო ედგარ პოს პოეზიაში

სიმბოლიზმი სიმბოლო ზღვა პოეზია მრავალმნიშვნელოვნება

ავტორები

ტომ. 3 No. 4 (2021)
სტატიები
ნოემბერი 15, 2021

ჩამოტვირთვები

წინამდებარე ნაშრომი მიზნად ისახავს ზღვის სიმბოლური მნიშვნელობის განსაზღვრას ედგარ პოს პოეზიაში. მიმოხილულია ზოგადად სიმბოლიზმისა და სიმბოლოს რაობა, ედგარ პოს წვლილი სიმბოლიზმის როგორც ლიტერატურული მიმდინარეობის განვითარებაში და მის პოეზიაში მოხმობილი სხვადასხვა სიმბოლოები. მათგან ზღვა შერჩეულია როგორც ნაკლებად შესწავლილი და განსაკუთრებით საინტერესო მისი მრავალმნიშვნელოვნების გამო. აღნიშნული სიმბოლო განხილულია მასთან ტრადიციულად დაკავშირებული ასოციაციების, მისი ბიბლიაში, მითოლოგიასა და სხვადასხვა ეპოქათა ლიტერატურაში გამოყენების გათვალისწინებით. სტატიაში გაანალიზებულია ედგარ პოს რამდენიმე ლექსი, რომლებშიც ზღვა სულ სხვადასხვა მნიშვნელობათა მატარებლად წარმოგვიდგება. წარმოჩენილია, რომ  პოს შემოქმედებაში, სადაც დიდწილად ასახულია მისი ცხოვრებისერული ტრაგედიები,  უხვად არის გამოყენებული პოეტის სულიერი მდგომარეობის გამომხატველი სიმბოლოები და ერთ-ერთი ასეთი სიმბოლოა ზღვა, რომელიც სხვადასხვა ლექსებში ლირიკული გმირის ერთმანეთისაგან განსხვავებულ, ზოგჯერ ერთმანეთის საპირისპირო განცდებს გამოხატავს და მრავალ სხვადასხვა მნიშვნელობას იძენს. სწორედ ეს განაპირობებს ამ სტატიაში მის კვლევის ობიექტად არჩევას.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 4 5 6 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.