შარდის ბუშტის სიმსივნე და უცხო სხეული ჭანჭიკებისა და ჩხირების გამოყენებით ბარძაყის ყელის ოსტეოსინთეზის შემდეგ - კლინიკური შემთხვევის აღწერა

ბარძაყის ენდოპროთეზირება შარდის ბუშტის სიმსივნე უცხო სხეული იატროგენული დაზიანება

ავტორები

ტომ. 5 No. 3 (2023)
სტატიები
August 20, 2023

ჩამოტვირთვები

ბარძაყის ენდოპროთეზირების ოპერაცია მენჯ-ბარძაყის სახსრის მრავალი პრობლემის მკურნალობის აღიარებული და ეფექტური მეთოდია. მიუხედავად სიიშვიათისა, ბარძაყის ენდოპროთეზირების შარდის ბუშტისმხრივმა გართულებებმა შესაძლოა რიგი პრობლემები შეუქმნას როგორც პაციენტის პოსტოპერაციულ კომფორტსა და საერთო რეაბილიტაციას, ისე საკუთრივ საშარდე სისტემას.  მიუხედავად იმისა, რომ ენდოპროთეზირების შემდეგ შარდის ბუშტის იატროგენული დაზიანებების ფაქტები საკმაოდ იშვიათია, ლიტერატურაში მოიძებნება რამდენიმე კლინიკური შემთხვევა. ჩვენი სტატია აღწერს 65 წლის მამაკაცის კლინიკურ შემთხვევას, რომელსაც დროებითი საფიქსაციო მოწყობილობების ევაკუაციის ხანგრძლივი დაგვიანების გამო განუვითარდა ამ უკანასკნელთა მიგრაცია შარდის ბუშტის ღრუსა და სწორი ნაწლავის კედელში, შარდის ბუშტის პერფორაციითა და მოგვიანებით შარდის ბუშტის ავთვისებიანი სიმსივნის განვითარებით. პაციენტს ჩაუტარდა შარდის ბუშტის მარცხენა კედლის რეზექციისა და საფიქსაციო ჩხირების მოცილების ოპერაცია ბარძაყისა და მენჯისმხრივი მიდგომით. ყველა საფიქსაციო მოწყობილობის ევაკუაცია და შარდის ბუშტის რეზექცია განხორციელდა სწორი ნაწლავის დაზიანების გარეშე. აგრეთვე, თეძოს ლიმფური კვანძები ამოიკვეთა ერთ ბლოკად. პოსტოპერაციულმა პერიოდმა ჩაიარა გართულებების გარეშე. საკონტროლო გამოკვლევებისას პაციენტის ზოგადი მდგომარეობა და მოშარდვის აქტი აღმოჩნდა დამაკმაყოფილებელი. მიგვაჩნია, რომ ზემოთ აღწერილი შემთხვევა საინტერესოა როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით, რამდენადაც ისეთი ჩარევის დროს, როგორიცაა ბარძაყის ენდოპროთეზირება, საკმაოდ იშვიათია ისეთი იატროგენული გართულებები, როგორიცაა უცხო სხეულის (ამ შემთხვევაში, ოპერაციული მასალის) მიგრაცია და პერფორაცია მიმდებარე ანატომიურ სტრუქტურებში. მნიშვნელოვანია, რომ პათოლოგიათა და ამ უკანასკნელთა გართულებათა სიმრავლის მიუხედავად, მოხდა დიაგნოზის სწორად დასმა და ინტერვენცია, რომლის საფუძველზეც მიღწეულ-იქნა რემისია და ჩივილების სრულყოფილი აღმოფხვრა.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.