4.1 მედიცინა

პრობიოტიკებისა და პრებიოტიკების როლი მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული სტეატოზული ღვიძლის დაავადების (MASLD) მართვაში: კლინიკური პერსპექტივა

მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის სტეატოზური დაავადება პრობიოტიკები პრებიოტიკენი დისბიოზი

ავტორები

ტომ. 7 No. 3 (2025)
სტატიები
ივლისი 5, 2025

ჩამოტვირთვები

შესავალი: მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის სტეატოზური დაავადება (MASLD) წარმოადგენს გლობალურ ჯანმრთელობის პრობლემას და იგი ღვიძლის ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა, რომელსაც შეუძლია პროგრესირდეს ციროზში და ჰეპატოცელულარულ კარცინომაში. დაავადება მჭიდრო კავშირშია  მეტაბოლურ სინდრომთან და ნაწლავის მიკრობიოტის დისბიოზთან. ბოლო კვლევებმა დაადასტურა, რომ  პრობიოტიკებისა და პრებიოტიკების გამოყენება მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნაწლავის მიკრობიოტის მოდულირებაში და ღვიძლის ფუნქციის გაუმჯობესებაში MASLD-ის მქონე პაციენტებში. აქედან გამომდინარე ნაწლავის მიკრობიოტის მოდულაცია პრობიოტიკებითა და პრებიოტიკებით წარმოადგენს პერსპექტიულ თერაპიას.

მიზანი: კვლევის მიზანია შეფასდეს პრობიოტიკების და პრებიოტიკების თერაპიის კლინიკური გავლენა ღვიძლის ფუნქციებზე MASLD-ის მქონე პაციენტებში.

მეთოდები: კვლევაში ჩართული იყო 85 MASLD-ით დიაგნოზირებული პაციენტი. მონაწილეები იღებდნენ პრობიოტიკებისა (Lactobacillus rhamnosus GG და Bifidobacterium longum) და პრებიოტიკების (ინულინი და ფრუქტოოლიგოსაქარიდები) სტანდარტიზებულ კომბინაციას 12 კვირის განმავლობაში. ღვიძლის ფუნქციის ტესტები (ALT, AST და GGT) შეფასდა თერაპიის დაწყებამდე და შემდეგ.

შედეგები: კვლევის შედეგად 12 კვირის შემდეგ აღინიშნა მნიშვნელოვანი კლება ALT-ში (საშუალო კლება: 18.5 U/L, p<0.001), AST-ში (საშუალო კლება: 12.3 U/L, p=0.002) და GGT-ში (საშუალო კლება: 15.2 U/L, p=0.005). პაციენტების 64.7%-მა მიაღწია ერთი ან მეტი მომატებული ღვიძლის ფერმენტის ნორმალიზებას. კვლევის პროცესში სერიოზული გვერდითი ეფექტები არ დაფიქსირებულა.

დასკვნა: კვლევამ აჩვენა, რომ მოკლევადიანი პრობიოტიკებითა და პრებიოტიკებით თერაპია აუმჯობესებს ღვიძლის ბიოქიმიურ მაჩვენებლებს MASLD-ის მქონე პაციენტებში, რაც ამყარებს ნაწლავის მიკრობიოტის მოდულაციის თერაპიულ პოტენციალს MASLD-ის მართვაში.

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.