ქალთა მიმართ ძალადობის გაშუქების დინამიკა 2020-2025 წწ. („პალიტრა-ტვ-ის“, „რუსთავი 2-ის“, ტვ „იმედის“ მაგალითზე)
ლიტერატურის მიმოხილვა
ჩამოტვირთვები
ქალთა მიმართ ძალადობა გულისხმობს გენდერული ძალადობის ნებისმიერ აქტს, რომელიც იწვევს ქალების ფიზიკურ, სექსუალურ ან ფსიქოლოგიურ ზიანსა ან ტანჯვას. ამ ტიპის ძალადობა შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა ფორმით, მაგრამ არ შემოიფარგლება ოჯახში ძალადობით, სექსუალური ძალადობით, გაუპატიურებით, ადამიანებით ვაჭრობით, სასქესო ორგანოების დასახიჩრებითა და იძულებითი პროსტიტუციით. ეს არის გავრცელებული და ღრმად ფესვგადგმული პრობლემა, რომელიც გავლენას ახდენს ყველა ასაკის, წარმომავლობისა და სოციალური სტატუსის ქალებზე მთელ მსოფლიოში. ამ საკითხის სწორი გაშუქება უზრუნველყოფს მსხვერპლთა დაცვასა და პრევენციას, რაც შეამცირებს ესოდენ გაზრდილ სტატისტიკას. ზუსტი დეფინიციები და გაშუქების სწორი სისტემა ეხმარება საზოგადოებას, დამნაშავეებს მეტი პასუხისმგებლობა დააკისროს, „გაანეიტრალოს“ ის, რაც მომავალში ძალადობის შემცირებას გამოიწვევს. სათანადო გაშუქებააცნობს საზოგადოებას ამგვარი ძალადობის გამომწვევ მიზეზებს, რისკფაქტორებსა და მოძალადეზე ზემოქმედების მექანიზმებს, რითაც ხელს უწყობს არა მხოლოდ პრევენციის მცდელობებს, არამედ სოციალურ ცვლილებებსაც. სწორი გაშუქება საშუალებას აძლევს ,,გადარჩენილებს“, ისაუბრონ თავიანთ გამოცდილებაზე, დაარღვიონ სიჩუმე და მხარი დაუჭირონ ცვლილებებს. ასევე თავად გახდნენ იმ ადამიანების ,,დამხმარეები“, რომლებიც ჯერ კიდევ არ ფლობენ ინფორმაციას, როგორ დააღწიონ თავი ძალადობას, როგორ იმოქმედონ საჭიროებისას. მთლიანობაში, ქალთა მიმართ ძალადობის სწორად გაშუქება აუცილებელია ადამიანის უფლებების ამ გავრცელებული დარღვევის აღმოსაფხვრელად, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისა და ყველა ინდივიდისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად. ძალადობის ფაქტების გაშუქებისას ეთიკური ნორმების იგნორირებას შეიძლება ჰქონდეს მნიშვნელოვანი შედეგები, როგორც ინდივიდებისთვის, ასევე, მთლიანად საზოგადოებისთვის. თუ მედია გაავრცელებს არასრულ ინფორმაციას ან დეზინფორმაციას, ეთიკური სახელმძღვანელო პრინციპების გარეშე, ამან შეიძლება გამოიწვიოს საზოგადოების დაბნეულობა, მედიასაშუალებებისადმი უნდობლობა, დაირღვეს უდანაშაულობის პრეზუმფციადა დანერგოს სტიგმები. ამ პრაქტიკამ, შეიძლება ასევე დაარღვიოს კანონი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შესახებ, სენსაციაზე ორიენტირებულმა გაშუქებამ კი შეიძლება გამოიწვიოს ემოციური დისტრესი, ადამიანური რეპუტაციის დაზიანება და ფიზიკური ზიანიც კი. აღნიშნული კვლევითი ნაშრომის მიზანია გამოავლინოს მედიის მიერ ძალადობის საკითხების გაშუქების დინამიკა, წარმოაჩინოს ამ მხრივ მედიის ტრანსფორმაციის ტენდენციები და შემუშავდეს გაშუქების ისეთი პრინციპები, რომლებიც არ წაახალისებს საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, გაზარდოს ძალადობის სტატისტიკა, არ გაამძაფრებს დაზარალებულთა ოჯახის წევრების მდგომარეობას, არ შექმნის ახალ სტიგმას და არ გააკეთებს გადაცემებში არასწორ აქცენტებს, რათა უნებურად არ მოხდეს დანაშაულის წახალისება.
Downloads
chitashvili,javaxishvili,aryutinovi,tsuladze, chachanidze. (2010). qalta mimart dzaladobis sakitxebis kvleva saqartveloshi. tbilisi: /georgia.unfpa.org.
Japaridze,Chitanava,Aladashvili,Duarte. (08.2006). Violence against Women in Georgia . New York: omct.org.
l.javakhishvili. (2020.8.08). _pemitsidis_gashukebis_praktika_kartul_satelevizio_mediashi. researchgate.net.
Lisa D. Dellinger, M. K. (2021). https://www.unwomen.org/.
Lomazzi, V. (2023.31.01). The Cultural Roots of Violence against Women: Individual and Institutional Gender Norms in 12 Countries. www.mdpi.com.
N.Haarr, D. (2023). National Study on Violence against Women in Georgia 2022. https://georgia.unwomen.org.
Nadja Karlsson,MarisolLlila, Maria Wemrell. (2020,27.07). Representation of Intimate Partner Violence Against Women in Swedish News Media: A Discourse Analysis. journals.sagepub.com, 27.
Ntuli, N. N. (2021). Media Portrayal of Gender-Based Violence: A Perception Study in Uitenhage, Eastern Cape South Africa.
qalta mkvlelobis bolo shemtxvevebi shemashfotebelia. (20.01.2024). socialjustice.org.ge.
Sandhya Lohani,Sha-Hanna Saffold,Tanya Jules,Brenda Blackwell,Suzanne Shurling. (2021). Underreporting of intimate partner violence against women: An.
Sarah M. McMahon, N. D. (2020). Gender-based violence and media coverage: How the media frames violence against women.
თოთიბაძე, ს. (2023). სიძულვილის ენა და გენდერული სტერეოტიპები ქართულ ციფრულ მედია-დისკურსში. თბილისი: გამომცემლობა ,,უნივერსალი".
(2022). ეუთოს რეგიონში პოლიტიკაში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტები. ვარშავა: https://www.osce.org/.
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი. (15.11.2017). გენდერული თანასწორობა საქართველოს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაშუქებაში. https://www.undp.org/.
მარიან ესთერი,სარა-ჯეინ ლილეი. (2014). ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია სტამბოლის კონვენციის მე-12 მუხლი. https://rm.coe.int/.
(თ. გ.). მედიაეთიკა და პროფესიული სტანდარტი. www.mdfgeorgia.ge.
საავტორო უფლებები (c) 2025 ქართველი მეცნიერები

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

