გოდერძის უღელტეხილის (აჭარა, საქართველო) მიმდებარე იალაღებზე ეთნობოტანიკური კვლევის შედეგები

ეთნობოტანიკა სამკურნალო სახეობა მცენარეთა გამოყენება - ხალხური რეცეპტი

ავტორები

ტომ. 6 No. 1 (2024)
სტატიები
March 30, 2024

ჩამოტვირთვები

სტატიაში განხილულია მაღალმთიან აჭარაში,  გოდერძის უღელტეხილის მიმდებარედ არსებული  ბეშუმის, უჩხოს, ვერხნარის, ალმეს, ბოძაურის, დიდაჭარის იალაღებზე, 2022-23 წწ., ზ.დ. 1800-2200 მ სიმაღლეზე განხორციელებული ეთნობოტანიკური კვლევის შედეგები. აღნიშნული იალაღების მოსახლეობაში ჯერ კიდევ შემორჩენილია ტრადიციული ეთნობოტანიკური ცოდნა, რომელიც მოწყვლადია და დროთა განმავლობაში იკარგება. კვლევისათვის გამოყენებული  იყო ეთნობოტანიკური გამოკითხვის და ინტერვიუს ჩაწერის მეთოდი წინასწარ შედგენილი კითხვარით. გამოიკითხა 35 მოიალაღე ქალი. მონაწილეთა უმრავლესობა 45 წელზე უხნესი იყო. კვლევის შედეგად ჩაიწერა ინფორმაცია 21 ოჯახის, 37 გვარის, 37 ველურ სახეობაზე. საკვლევ ტერიტორიებზე მოიალაღეების მიერ სამკურნალოდ გამოიყენება - 29, საკვებად - 10, ტექნიკური მიზნით 12 სახეობა. შესწავლილ მცენარეებს შორის კავკასიის ენდემია - 4, საქართველოს - 1 სახეობა, საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცულია - 1, საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების საერთაშორისო (IUCN) ნუსხით  დაცულია 7 სახეობა. თითოეულ სამკურნალო სახეობაზე ჩაწერილია გამოყენების ხალხური რეცეპტი.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 4 5 6 7 8 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.