არსიანის და აჭარა-შავშეთის ქედების ეთნობოტანიკური კვლევის შედეგები

სტატია გამოიცემა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის - "ბიომრავალფეროვნების ცალკეული კომპონენტის შესწავლა, დაცვა, შენარჩუნება, გონივრული გამოყენება“ ფარგლებში.

ავტორები

სტატიაში წარმოდგენილია 2022-2023 წლებში არსიანის და აჭარა-შავშეთის ქედებზე, ზ.დ. 1800-2300 მ სიმაღლეზე, ჩირუხის, მაჭარელათის, სარი-ჩაირის,  წიფლნარის, შუამთის და თეთრობის იალაღებზე განხორციელებული ეთნობოტანიკური კვლევის შედეგები. აღნიშნული იალაღების მოსახლეობაში ჯერ კიდევ შემორჩენილია ტრადიციული ეთნობოტანიკური ცოდნა, რომელიც მოწყვლადია და დროთა განმავლობაში იკარგება. კვლევისათვის გამოყენებული იყო ეთნობოტანიკური გამოკითხვის და ინტერვიუს ჩაწერის მეთოდი წინასწარ შედგენილი კითხვარით. გამოიკითხა 59 ადამიანი (42 ქალი,  17 მამაკაცი). მონაწილეების შერჩევისას ვცდილობდით დაგვეცვა ბალანსი ასაკობრივ ჯგუფებს შორის (20-88 წ.). მაგრამ მონაწილეთა უმრავლესობა 35 წელზე უხნესი იყო, უმეტესად 50-70 წლის. გამოიკითხა  20-25 წლის რესპოდენტებიც, რომლის საფუძველზეც ირკვევა, რომ ამ თაობაში ცოდნა თითქმის დაკარგულია. კვლევის შედეგად ჩაიწერა ინფორმაცია 22 ოჯახის, 41 გვარის, 47 ველურ სახეობაზე. მათ შორის ხე - 3, ხე-ბუჩქი - 2, ბუჩქი - 6, ნახევრადბუჩქი - 1, ბუჩქ-ბალახი - 1, ბალახი 34, აქედან  წიწვოვანი ხე - 2, ფოთოლმცვენი ხე - 1, ფოთოლმცვენი ხე-ბუჩქი - 1, მარადმწვანე ხე-ბუჩქი - 1, ფოთოლმცვენი ბუჩქი - 6, მრავალწლოვანი ნახევრადბუჩქი - 1, მრავალწლოვანი ბუჩქ-ბალახი - 1, მრავალწლოვანი ბალახი - 30, ორ-მრავალწლოვანი ბალახი - 1, ორწლოვანი ბალახი - 1, ერთწლოვანი ბალახი - 2. საკვლევ ტერიტორიებზე მოიალაღეების მიერ სამკურნალოდ გამოიყენება - 35, საკვებად - 15, ტექნიკური მიზნით 3 სახეობა. შესწავლილ მცენარეებს შორის კავკასიის ენდემია - 6, საქართველოს - 2 სახეობა, საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცულია - 2, საერთაშორისო „წითელი ნუსხით“ (IUCN) კი 14 სახეობა.

 

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.