კორპორატიული მართვის ეფექტიანობა: არსებული პრობლემები და პერსპექტივები

კორპორატიული მართვა პრივატიზაცია საინვესტიციო ნაკადი აქციონერები კორპორატიული სტრუქტურები

ავტორები

ტომ. 5 No. 2 (2023)
სტატიები
ივნისი 4, 2023

ჩამოტვირთვები

კორპორატიული მართვა გულისხმობს სხვადასხვა დაინტერესებული პირების ინტერესების გაერთიანებას. ეკონომიკის ტრანსფორმაციის პროცესში მთავარ მიზანს კერძო სექტორის ჩამოყალიბება და მეწარმეობის განვითარება წარმოადგენდა. აღნიშნული მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანი ადგილი პრივატიზაციას ეჭირა. სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესი მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაციის შედეგია. პრივატიზაციის ერთ-ერთ ძირითად ამოცანას საკუთრების კორპორატიული სისტემის ჩამოყალიბება წარმოადგენს. სწორედ ამიტომ,  აღნიშნული პროცესის შედეგი გაუმჯობესებული  და  მაღალტექნოლოგიურად განვითარებული სერვისები, გაზრდილი წარმოება და  ფინანსური   ეფექტიანობა უნდა იყოს.   შესაბამისად, საკუთრების გადანაწილების პროცესი იქნება კორპორატიული კონტროლის ნორმალური და ეფექტიანი მექანიზმი, როდესაც გაიზრდება კორპორაციების საქმიანობის ეფექტიანობა და შესაბამისად, ადგილი ექნება ეკონომიკურ ზრდას. სამწუხაროდ, საქართველოში ასეთი პროცესები იყო უფრო გამონაკლისი, ვიდრე წესი. ამრიგად, შეიძლება ერთმნიშვნელოვნად ავღნიშნოთ, რომ პრივატიზაციამ ვერ გადაწყვიტა მთავარი ამოცანა - ახლადშექმნილი სააქციო საზოგადოებების მუშაობის ეფექტიანობის ამაღლება. მოსალოდნელი იყო, რომ გაჩნდებოდნენ უფრო ეფექტური მართვით დაინტერესებული მესაკუთრეები. მაგრამ ერთი მესაკუთრის - სახელმწიფოს ნაცვლად მრავალრიცხოვანი მესაკუთრებიის გაჩენა სუსტად აისახა მართვის შიდა მექანიზმების მოქმედების ეფექტურობის ზრდაზე და მის შედეგზე. ამავე დროს, არსებითად გართულდა საკუთრების განკარგვის და საერთო სტრატეგიული ხელმძღვანელობის საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტის შესაძლებლობები. ამის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ მესაკუთრის გამსხვილების პარალელურად შეთავაზებული არ იყო კორპორატიული მართვის ქმედითი მექანიზმები.

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.