სარედაქციო კოლეგია მიღებულ, ორიგინალურ კვლევით სტატიებს რეცენზირებისთვის უგზავნის ორ ექსპერტს. იმ შემთხვევაში, თუ სტატია მიიღებს ორ დადებით რეცენზიას, დაიბეჭდება ჟურნალში;
ერთ-ერთი უარყოფითი რეცენზიის შემთხვევაში, სტატია იგზავნება მესამე რეცენზენტთან;
სტატიის მიღების შესახებ ავტორებს ეცნობებათ ელექტრონული ფოსტის საშუალებით;
სტატიის შეფასების კრიტერიუმები:
- სტატიის სტრუქტურა (აკმაყოფილებს მოთხოვნებს/ გასაუმჯობესებელია);
- სტატიის სიახლე და კონტრიბუცია შესაბამის სფეროში (აკმაყოფილებს მოთხოვნებს/გასაუმჯობესებელია);
- მეთოდოლოგიური გამართულობა და მოსაზრებების არგუმენტირებულობა (აკმაყოფილებს მოთხოვნებს/ გასაუმჯობესებელია);
- კვლევის თეორიული და პრაქტიკული შედეგები (აკმაყოფილებს მოთხოვნებს/გასაუმჯობესებელია);
- ციტირების წესების დაცვა (აკმაყოფილებს მოთხოვნებს/ გასაუმჯობესებელია).
სარედაქციო პოლიტიკა თარგმნილი სტატიებისთვის
ჟურნალში შემოსული თარგმანების დაბეჭდვის გადაწყვეტილებას იღებს რედაქტორი, სარედაქციო საბჭოსთან კონსულტაციის გზით; თარგმანი იბეჭდება იმ შემთხვევაში, თუ აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა. თარგმანი მნიშვნელოვანი, ახალი ცოდნის გავრცელებას შეუწყობს ხელს;
ბ. ენობრივად აკმაყოფილებს დადგენილ სტანდარტს;
გ.საავტორო უფლებები გათვალისწინებულია