ქართული ტრადიციული სამოსის კონსტრუქტორული მახასიათებლების ანალიზი და ელექტრონული ბანკის ფორმირება
PDF

საკვანძო სიტყვები

ტრადიციული სამოსი
კონსტრუქტორული მახასიათებლები
სახელო
კოდირება
ელექტრონული ბანკი

კატეგორიები

როგორ უნდა ციტირება

დოლიძე ნ., & დარსაველიძე ხ. (2024). ქართული ტრადიციული სამოსის კონსტრუქტორული მახასიათებლების ანალიზი და ელექტრონული ბანკის ფორმირება. ქართველი მეცნიერები, 6(1), 143–149. https://doi.org/10.52340/gs.2024.06.01.19

ანოტაცია

თანამედროვე ეტაპზე მოდის ინდუსტრიასა და სამოსის დიზაინში სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს მოდის მიმდინარეობის ერთ-ერთი სახე – ეთნოსტილი. თანამედროვე დიზაინში ეთნოსტილის განვითარებისათვის საინტერესო მასალას წარმოადგენს ნატიფი სილამაზით, ელეგანტურობით და განსაკუთრებული შემკულობით გამორჩეული ქართული ტრადიციული სამოსი. ქართული ტრადიციული სამოსი, როგორც დიზაინერის შემოქმედებითი საქმიანობის პირველწყარო, თანამედროვეებისათვის ხელმისაწვდომობასა და განსაკუთრებულ კავშირს საჭიროებს. მაგრამ, დღეისათვის მხოლოდ სამუზეუმო ნიმუშებადღაა შემორჩენილი და მასთან ფიზიკური კონტაქტი ძალზე შეზღუდულია. დროთა განმავლობაში ეროვნული კოსტიუმის სამუზეუმო ნიმუშები გახდება უფრო მეტად მნიშვნელოვანი და ფასეული, მათთან წვდომა კი კიდევ მეტად შეიზღუდება, მაშინ, როდესაც სპეციალისტების ინტერესი მათ მიმართ არამარტო შენარჩუნდება, არამედ გაიზრდება კიდეც. აქედან გამომდინარე, საჭიროა ისეთი კავშირის მოძებნა, როცა ტრადიციული კოსტუმის ისტორიულ ნიმუშთან უშუალო კონტაქტის გარეშე შესაძლებელი იქნება მის შესახებ ამომწურავი და სანდო ინფორმაციის მიღება. ასეთი ამოცანის გადაჭრა საჭიროებს შესაბამისი მონაცემთა ბაზის ფორმირებას, რომელიც სისტემატიზებულს გახდის ინფორმაციას ტრადიციული სამოსის შესახებ. სამეცნიერო სტატიაში განხილულია ქართული ტრადიციული სამოსის კონსტრუქტორული მახასიათებლების ანალიზი და ელექტრონული ბანკის ფორმირების საკითხები ერთერთი მნიშვნელოვანი კონსტრუქციული ელემენტის- სახელოს მაგალითზე. კვლევის შედეგები გათვალისწინებული იქნება ქართული ტრადიციული სამოსის კონსტრუქციულ-კომპოზიციური მახასიათებლების ელექტრონული ბანკის ფორმირების პროცესში. ტრადიციული სამოსის კონსტრუქციულ-კომპოზიციური მახასიათებლების ელექტრონული ბანკის მიხედვით შედგენილი იქნება პროგრამა, რომლის საშუალებით დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება მოიძიოს საჭირო ინფორმაცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ტრადიციული სამოსის შესახებ. აღნიშნული პროგრამის გამოყენება კოსტიუმის დიზაინერს საშუალებას მისცემს სწრაფად იქნას ორიენტირებული შემოქმედებით საქმიანობაში.

https://doi.org/10.52340/gs.2024.06.01.19
PDF

წყაროები

Dolidze N., Datuashvili M., Ugrekhelidze I., Charkviani I., Chirgadze K., Lursmanashvili L, Kvantidze G.( 2020). Illustrated referenc book of Georgian national clothes. ATSU. Kutaisi

Parmon, F. (1994). Russkyj narodnyyj kostjum kak hudozhestvenno-konstruktorskyj ystochnyk tvorchestva, M., Legprombyytyzdat.

Dolidze N ., Darsavelidze Kh., Chirgadze K. ( 2018). Designing and Planning Clothes considering Physical Properties of applied Tissues. Georgian Engineering News

Dolidze N., Darsavelidze H. ( 2023). Stilizacija Gruzinskogo tradicionnogo zhenskogo golovnogo ubora v sovremennom kostjume. Mezhdunarodnaja konferencija- Chetvertajapromyshlennaja revoljucija i innovacionnye tehnologii. Gjandzha

Dolidze N., Darsavelidze H. ( 2018). Proektirovanie sovremennoj odezhdy na osnove gruzinskogo nacional'nogo kostjuma. Mezhdunarodnaja nauchno-prakticheskaja konferencija «Aktual'nye problemy sovremennogo dizajna». Ukraina

Ugrekhelidze I., Dolidze N., Darsavelidze Kh.(2019). Formirovanie informatsionnoi bazi gruzinskoi natsionalnoi odejdi.(p.368). Theoretical & Applie

Creative Commons License

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

საავტორო უფლებები (c) 2024 ქართველი მეცნიერები

Downloads

Download data is not yet available.

Metrics

Metrics Loading ...