საქართველოს ბენტონიტური თიხისა და პოლიმერის ჰიბრიდის ფუძეზე ჰიდროგელის შემუშავება და შეფასება

ბენტონიტური თიხა თიხა-ასკანე ნატრიუმის ალგინატი თიხა- პოლიმერული ჰიბრიდი

ავტორები

ტომ. 5 No. 1 (2023)
სტატიები
January 26, 2023

ჩამოტვირთვები

ბენტონიტური თიხები ფართოდ გამოიყენება წამლის მიწოდების სისტემების დიზაინში მათთვის დამახასიათებელი ისეთი უნიკალური თვისებების გამო, როგორიცაა ადსორბირებისა და გაჯირჯვების უნარი, ბიოთავსებადობა. პოლიმერების კომბინაცია თიხის ნაწილაკებთან საგრძნობლად აუმჯობესებს მათ მექანიკურ და ფიზიკურ თვისებებს, წამლის ინკაფსულაციის ხარისხს და  კონტროლირებადი გამოთავისუფლების უნარს. ი. ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის კვლევის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ქართული ბენტონიტური თიხის გამოყენების პოტენციალის გაფართოება ფარმაციაში, მედიცინაში, ვეტერინარიასა და კოსმეტოლოგიაში. ასკანას საბადოს თიხისგან (ოზურგეთის რაიონი, საქართველო) მიღებულ პრეპარატ თიხა ასკანეს  საფუძველზე ინსტიტუტის მიერ მოწოდებულია  რბილი წამლის ფორმები და მშრალი მალამოები.  წარმოდგენილი კვლევის მიზანი იყო თიხა ასკანის, როგორც სუბსტრატის გამოყენების შესაძლებლობის შესწავლა ნატრიუმის ალგინატთან (ნა) ჰიბრიდული მასალის მისაღებად და მის საფუძველზე ჰიდროგელის შემუშავება და დახასიათება. შეირჩა თიხა ასკანე / ნა ჰიბრიდის ოპტიმალური რეცეპტურა და მასში ინკორორირებული იქნა ნიტროფურაზონი, როგორც მოდელური წამალი. ნიმუშები ხასიათდებოდა FTIR სპექტრების, მორფოლოგიის, სიბლანტის, pH-ის, ჰომოგენურობის შესწავლით. ნიტროფურაზონის შემცველობა ისაზღვრებოდა. დადგინდა, რომ თიხა-ასკანეს და ნა-ს ინფრაწითელი სპექტრები ჰიბრიდულ მასალაში თითქმის იდენტურია რაც იმის მაჩვენებელია, რომ კომპონენტები ერთმანეთთან ქიმიურად არ არის დაკავშირებული და წარმოადგენს მხოლოდ ფიზიკურ ნარევს.  ნიმუშების ერთგვაროვნების შეფასება ჩატარდა მიკროსკოპული ანალიზით. დადგინდა, რომ ჰიბრიდულ მასალაში თიხა ასკანეს და ნა -ის ოპტიმალური თანაფარდობა იყო  3:1 (w/w). მიღებული შედეგების თანახმად საქართველოს ბენტონიტური თიხა - პრეპარატი თიხა ასკანე შეიძლება წარმატებით  გამოყენებული იყოს თიხა/პოლიმერის შემცველი ჰიბრიდული მასალის მისაღებად, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია შემუშავდეს წამლის მიწოდების თანამედროვე სისტემები. მიმდინარეობს შემდგომი კვლევები თიხა ასკანესა და სხვადასხვა პოლიმერების კომბინირებით ჰიბრიდული მასალის შემუშავებისთვის.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.