შშმ პირების გაშუქება ქართულ ტელევიზიებში

სოლიდარობის ჟურნალისტიკა შშმ პირები მედიაგაშუქება ტელევიზია საქართველო

ავტორები

ტომ. 6 No. 3 (2024)
სტატიები
September 25, 2024

ჩამოტვირთვები

მედიას, როგორც არაფორმალური განათლების გამტარს, განსაკუთრებული როლი ენიჭება საზოგადოებაში შშმ პირების შესახებ წარმოდგენების ჩამოყალიბებაში, მათი უფლებების დაცვისა და შესაძლებლობების რეალიზების საქმეში. წინამდებარე კვლევა სოლიდარობის ჟურნალისტიკის კონცეფციას ეყრდნობა, რომელიც მიზნად ისახავს  მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერასა და ადვოკატირებას. ყოველივე ეს კი, გადამწყვეტ როლს თამაშობს შშმ პირთა ინტეგრაციის პროცესში. კვლევის შედეგები დააინტერესებს მოქმედ და მომავალ ჟურნალისტებს, ჟურნალისტიკის პედაგოგებს, შშმ პირების თემის წარმომადგენლებს, მათ მშობლებსა და მეურვეებს, შშმ პირთა ინტერესებისა და უფლებების დამცველებს და ფართო საზოგადოებას.  კვლევის შედეგად მომზადდა ე.წ. SWOT ანალიზი და რეკომენდაციები მედიის წარმომადგენლებისთვის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, პოლიტიკური პარტიებისთვის და სხვ. მოცემული კვლევა აანალიზებს შშმ პირების (შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების) გაშუქებას ქართულ ტელევიზიებში, მათ ხილვადობასა და ეთიკურად წარმოჩენის მიდგომებს. მედიას უდიდესი როლი აქვს საზოგადოების წარმოდგენების ჩამოყალიბებაში მოწყვლად ჯგუფებზე, მათ შორის შშმ პირებზე, სტერეოტიპების გამყარებისა ან შემცირების გზით. კვლევა ეყრდნობა სოლიდარობის ჟურნალისტიკის კონცეფციას, რომელიც ხაზს უსვამს მოწყვლადი ჯგუფების ადვოკატირებასა და მხარდაჭერას. კვლევა დაფუძნებულია შერეულ კვლევის მეთოდებზე: ტელევიზიების კონტენტ-ანალიზზე, ასევე ჟურნალისტებთან, პოლიტიკოსებთან და შშმ პირების უფლებების დამცველებთან სიღრმისეულ ინტერვიუებსა და ფოკუს-ჯგუფებზე. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ შშმ პირები ხშირად არასწორად ან სტერეოტიპულ კონტექსტში წარმოჩინდებიან.

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.