წყლის მიმწოდებელი გვირაბის ჩიხური სანგრევების ვენტილაცია ნახშირბადის დიოქსიდის სუფლარული გამოყოფის პირობებში

ბეჭდური ვერსია გამოქვეყნებულია: სამთო ჟურნალი 2(29), 2012. 70-74

გვირაბების ვენტილაცია

ავტორები

ტომ. 3 No. 2 (2021)
სამთო ინჟინერია
June 10, 2021

ჩამოტვირთვები

ნაშრომში განხილულია მდინარე ლუხუნის ჰესების კასკადის წყლის მიმწოდებელი გვირაბის გაყვანის პროცესში ნახშირბადის დიოქსიდის სუფლარული გამოყოფის საკითხი. ამ მოცლენამ განაპირობა გვირაბის გაყვანის სამუშაოების შეჩერება, რადგან შეიქმნა სუნთქვისათვის არახელსაყრელი და პერსონალის მოწამვლი პირობები. ნახშირბადის დიოქსიდის კონცენტრაცია სხვადასხვა გაზომვების თანახმად ცვალებადობს 4,5-5,5 %-ის დიაპაზონში. დამუშავებულია აღნიშნული გვირაბის ჩიხური სანგრევების დროებითი და მუდმივი სავენტილაციო სქემები, რის შდეგადაც ნახშირბადის დიოქსიდის კონცენტრაცია გახდა „უსაფრთხოების წესების“ დასაშვებ მოთხოვნათა შესაბამისი. შემოთავაზებული სავენტილაციო სქემა ითვალისწინებს ვენტილაციის კომბინირებული წესის გამოყენებას, რომლის დროსაც სუფთა ჰაერის მიწოდება ხდება როგორც სანგრევში, ისე სუფლარული წყაროების გამოვლენის მიმდებარე ადგილეში. ამასთან ერთად, ამ ადგილებიდან ხდება ჰაერისა და ნახშირბადის დიოქსიდის ნარევის განცალკევებული გაწევა ხისტი ჰაერსადენით, ხოლო სუფთა ჰაერის მიწოდება - მოქნილი ჰაერსადენით. შერჩეულია სათანადო ვენტილატორები, ნახშირბადის დიოქსიდის დეტექტორები და ექსპრეს-საზომი ხელსაწყოები.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

1 2 3 4 5 > >> 

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.