ცენტრიოლის არარსებობა და რეგენარცია

ავტორები

ტომ. 6 No. 4 (2024)
სტატიები
October 25, 2024

ჩამოტვირთვები

ცხოველური უჯრედების დამახასიათებელი ნიშანი არის ცენტროსომა — ციტოპლაზმური ორგანელა, რომელიც თითქმის ყოველთვის შეიცავს ცილინდრულ ფორმაში წყვილ ცენტრიოლებს და მიკროტუბულებ  ის მაორგანიზებელ მატრიცას. ცენტროსომა აუცილებელია ყველა ცხოველური სახეობის განვითარებისთვის, რაც აქამდე იყო აღწერილი. ცენტრიოლიანი ცენტროსომა აუცილებელია უჯრედებისთვის, რომლებიც დგანან დიფერენციაციის პროცესში — ოოციტის 2-3 გაყოფიდან ტერმინალურ დიფერენციამდე. გამონაკლისია მხოლოდ ის უჯრედები, რომლებიც რეგენერაციის ან ტოტალური რეგენერაციის პროცესში არიან — მაგალითად, პლანარები, ჰიდრები და მსგავსი. პლანარიანებში ცენტრიოლები იკრიბებიან მხოლოდ ტერმინალურად დიფერენცირებულ მოციმციმე უჯრედებში, ეგრეთ წოდებული აცენტრიოლარული გზის მეშვეობით, რათა მოხდეს წამწამების შეკრება. ეს უნიკალური მახასიათებელი საშუალებას იძლევა განსაზღვრონ კონსერვატიული ცილების დიდი ნაკრები, რომელიც საჭიროა ცხოველებში ცენტრიოლების შეკრებისთვის, ისევე როგორც პლანარის გენომში არარსებული ცენტროსომისთვის დამახასიათებელი ცილები. განსაკუთრებით საინტერესოა, როგორ ხდება შეუქცევადი დიფერენციაცია პლანარიის უცენტრიოლო უჯრედებში. შეიძლება თუ არა, რომ პლანარიის უცენტრიოლო უჯრედებს მხოლოდ მოდულაციის უნარი გააჩნდეს?

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები