კულტურული ელიტა: ეროვნულ–პოლიტიკური იდენტობის ფორმირების
PDF (English)

საკვანძო სიტყვები

კულტურული ელიტა
ინტელექტუალური ელიტა
ჰუმანიტარული ელიტა
პოლიტიკური ელიტა
საბჭოთა ინტელიგენცია

როგორ უნდა ციტირება

ტუკვაძე ა., აბზიანიძე ა., & გელაშვილი ე. (2023). კულტურული ელიტა: ეროვნულ–პოლიტიკური იდენტობის ფორმირების. ქართველი მეცნიერები, 5(1), 274–288. https://doi.org/10.52340/gs.2023.05.01.24

ანოტაცია

ელიტიზმის კლასიკოსის ვილფრედო პარეტოს მოძღვრების მიხედვით ელიტა წარმოიქმნება საზოგადოებრივი ცხოვრების სამ სფეროში პოლიტიკურში, ეკონომიკურსა და ინტელექტუალურში წარმატებული, რჩეული, საუკეთესო ინდივიდების გამოყოფით, რომლებმაც დიდ წარმატებებს მიაღწიეს თავიანთი საქმიანობის პროცესში. დღეისათვის გლობალიზაციამ  განაპირობა მეცნიერების, კულტურის, პოლიტიკური, ეკონომიკური სფეროების სწრაფი განვითარება–დიფერენცია; ელიტა რთული სტრუქტურული ელემენტებისგან შედგება და თვითეული მათგანი მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზოგადოებრივი განვითარების პროცესში: პოლიტიკური ელიტა სოციალური სტრუქტურის აუცილებელი შემადგენელი ელემენტია და შეუძლებელია საზოგადობის ფუნქციობა მის გარეშე, პოლიტიკური ელიტები გადამწყვეტ როლს თამაშობენ ისტორიაში; თანამედროვე ინდუსტრიულ საზოგადოებებში მნიშვნელოვანი როლი აკისრია ეკონომიკურ–ბიზნეს ელიტას, რაც ტრანსეროვნული კორპორაციების წილის ზრდის დინამიკაში ჩანს და გამოხატვას შრომის საერთაშორისო  დანაწილებასა და საერთო ბაზრის ფორმირებაში  და რაც მთავარია არასახელმწიფოებრი აქტორების გავლენის ზრდაში პოულობს; მთელ რიგ ქვეყნებში განუზომელია სამხედრო–სამრეწველო კომპლექსის  და შესაბამისად სამხედრო ელიტის გავლენა პოლიტიკური რეჟიმის ხასიათზე და ამის დადასტურებას წარმოადგენს რუსული აგრესია უკრაინაში; კრიმინალური დაჯგუფებები, რომლებსაც მკაცრი იერარქიული სტრუქტურა გააჩნიათ ნეგატიურ როლს თამაშობენ ეროვნულ (ამის სამწუხარო გამოცდილება ქართული სინამდვილეა, როდესაც 80–იანი წლების მეორე ნახევარში განხორციელდა კრიმინალების პოლიტიზაციის და პოლიტიკოსების კრიმინალიზაციის ჯაბასეული რეფორმა), რეგიონალურ და ზოგჯერ მსოფლიო პოლიტიკაში.  განსაკუთრებული ადგილი უჭირავს კელტურულ, ინტელექტუალურ ელიტას ერად ქმნადობის, სულიერი კულტურის ჩამოყალიბების, ქვეყნის მოდერნიზაცია–დემოკრატიზაციის პროცესში; კულტურული ელიტა ყველაზე ახლოსაა და შეესაბამება ელიტის ტერმინის ეტიმოლოგიურ (საუკეთესო, რჩეული) მნიშვნელობას და მისი შეფასება შეიძლება ღირებულებითი, ფასეულობითი მიდგომის საფუძველზე, ხოლო რაც შეეხება პოლიტიკურ ელიტას, განსაკუთერებით პოსტსაბჭოთა ელიტებს, მხოლოდ ფუნქციონალური მოდგომით, ალტიმეტრიული კვლევის საფუძველზე არის შესაძლებელი მათი ანალიზი. ისტორიის განვითარების სხვადასხვა საფეხურზე, იშვიათი გამონაკლისის გარდა, პოლიტიკური ელიტების განსაზღვრა მხოლოდ ხელისუფლერივი იერარქიის უმაღლეს საფეხურებზე დგომითა და ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი (დადებითი ან უარყოფითი) გადაწყვეტილებების მიღების უნარით, ფუნქციით იყო შესაძლებელი; ამ გაგებით ელიტა მხოლოდ ფუნქციაა (ამიტომ უწოდებდა მას პოლიტიკურ კლასს მოსკა), იერარქიის უმაღლეს საფეხურზე დგომაა და უმაღლესი თანამდებობრივი პოზიციის დაკარგვის შემდეგ მისგან არაფერი რჩება, მაგრამ ამავე დროს, ელიტა პირველ რიგში, საუკეთესოს, რჩეულს, ხარისხს, თვისებრიობას ნიშნავს და ამ კრიტერიუმს ფასეულობითი შეფასების მეთოდით მხოლოდ კულტურული ელიტა, საზოგადოების ინტელექტუალური, სულიერ სფეროში გამორჩეული ადამიანების ერთობლიობა აკმაყოფილებენ და ფუნქციურ მიდგომასთან წინააღმდეგობაში მოდის; ნამდვილი ელიტა პირველ რიგში სულიერი ელიტაა, რომლებიც ახდენენ ახალი იდეების, ღირებულებების გენერირებას, ამკვიდრებენ ზოგად საკაცობრიო ღირებულებებს: თუ ვაღიარებთ ხელისუფლებრივი დიფერენციაციის კონცეფციას, უფრო კონკრეტულად,  ხელისუფლებას, რომელიც ეფუძნება ძალის ლეგიტიმურად გამოყენების სამართლებრივ უფლებას და განვასხვავებთ ხელისუფლებისგან, რომელიც ეფუძნება რწმენას, მაშინ პირველს განეკუთვენება პოლიტიკური ელიტა, მეორეს კულტურული ელიტა:  სამართლის ნორმა არის სახელმწიფოს მიერ დადგენილი ან სანქციონირებული ქცევის წესი, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია სახელმწიფოებრივი იძულებით (მხოლოდ ხელისუფლებას აქვს მისი გამოყენების ლეგიტიმაცია) ან დარწმუნებით (რასაც უზრუნველყოფს კულტურული ელიტა). ინტელექტუალური ელიტა ყოველთვის იყო პროგრესული იდეების კატალიზატორი და სულის ჩამდგმელი.

https://doi.org/10.52340/gs.2023.05.01.24
PDF (English)

წყაროები

ა. ტუკვაძე (1998) პოლიტიკური ელიტა გვ 50.

ილია ჭავჭავაძე (1990) დავით აღმაშენებელი, გვ 2–3.

ივანე ჯავახიშვილი (1906) ზნეობრივი მოძღვრების ისტორია საქართველოში გაზეთი „ივერია“ № 10,11, 12.

სტივენ ფ. ჯონსი (2013) დემოკრატია საქართველოში. http.//www. cicerofoundation.org / legtures/ Stephen Jones Georgia.pdf

„კვირის პალიტრა“ (2009) წლის 20–26 აპრილი იხ სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე.

ნ. აბესაძე (2022) მართლმადიდებელი ეკლესია-თანამედროვე ქართული ეროვნულ-პოლიტიკური იდენტობის ფორმირების აქტორი, ავტორეფერატი სოციალური მეცნიერებების დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად. გვ 28.

Creative Commons License

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

Downloads

Download data is not yet available.

Metrics

Metrics Loading ...