ხანძრის გავლენის შემცირების გზები სატრანსპორტო გვირაბებში ევაკუაციის განსახორციელებლად

ბეჭდური ვერსია გამოქვეყნებულია: სამთო ჟურნალი #2(29), 2012

ავტორები

ტომ. 2 No. 2 (2020)
სამთო ინჟინერია
June 18, 2021

ჩამოტვირთვები

კომპიუტერული მოდელირების გზით, CFD მოდელების მეშვეობით, შესწავლილია ხანძრისა და წვის პროდუქტების გავრცელების ხასიათი გვირაბის პროფილისა და გრძივი გრადიენტის, სავენტილაციო სისტემის ტიპის, თერმული გრავიტაციის ეფექტით აღძრული ჭავლის და სხვა მნიშვნელოვანი პარამეტრების მიხედვით. დადგენილია, რომ ევაკუაციის განხორციელების მიზნებისათვის შესაძლებელია თერმული გრავიტაციის ეფექტის გამოყენება მაშინ, როცა იგი აღძრავს სავენტილაციო ნაკადის საპირისპირო ჭავლს, რაც შესაძლებლობას ქმნის ხანძრის კერაზე ნულის ტოლი გახდეს ჰაერის სიჩქარე და გახანგრძლივდეს ევაკუაციის შესაძლებლობის პერიოდი. იმავე ეფექტის მიღწევა შეიძლება ტრანსფორმირებადი სისტემით სარგებლობის შემთხვევაში, როცა სისტემა გამოყენებამდე დაკეცილი არის კომპაქტურად, ხოლო გაშლის შემდეგ გადაფარავს გვირაბის პერიმეტრს, ახდენს ხანძრის კერის იზოლირებას და აფერხებს ხანძრისა და წვის პროდუქტების გვირაბში გავრცელებას.