1.1 აგრარული და ბიოლოგიური მეცნიერებები

ციტრუსოვანთა (Citrus) ბიომრავალფეროვნება და ჯიშთშექმნა -კონსერვაციის ზოგიერთი საკითხი

სტატია გამოიცემა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის - "ბიომრავალფეროვნების ცალკეული კომპონენტის შესწავლა, დაცვა, შენარჩუნება, გონივრული გამოყენება“ ფარგლებში.

ციტრუსოვნები ჯიშთშექმნა ბიომრავალფეროვნება კონსერვაცია ეკოლოგია

ავტორები

ტომ. 6 No. 4 (2024)
სტატიები
November 18, 2024

ჩამოტვირთვები

მცენარის ჯიშების ბიომრავალფეროვნება საქართველოს ფლორისტული ლანდშაფტის მნიშვნელოვანი შემადგენელია. მცენარე, როგორც ბიოცენოზის ერთ-ერთი შეუცვლელი კომპონენტი, კოსმიური როლისა და ადამიანის ყოფითი ღირებულებისთვის მნიშვნელობის გარდა, გვევლინება, როგორც აგროსასურსათო სექტორის ძირითადი ფიგურა. ნაშრომი, ზოგადად, მცენარეთა ბიომრავალფეროვნებას ეხება. გატარებულია აზრი იმის შესახებ, რომ   ჩვენთვის, სხვა მრავალთაგან ,  საინტერესოა ციტრუსოვანი კულტურები და მათი ბიომრავალფეროვნება, გამოწვეული სხვადასხვა ფაქტორებითა და გენეტიკური მიდრეკილებით მუტაცია - ცვალებადობისაკენ. ნაშრომში მოტანილი მასალა დაფუძნეულია კვლევების თანამედროვე მეთოდოლოგიაზე. მთავარი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ ციტრუსოვანი კულტურების (ლიმონი - Citrus Limon Burm., მანდარინი - Citrus Reticulata Bl., ფორთოხალი - Citrus Sinensis(L.) Osb., გრეიპფრუტი - Citrus Paradisi Macf.) უამრავი ჯიში და  ფორმა მიღებულია ევოლუციის პროცესის (ცვალებადობა, მემკვიდრეობა, გამორჩევა), ბუნებრივ პირობებთან ადაპტირებისა  და შეგნებული სელექციის კვალობაზე. ციტრუსოვანთა  ბიოლოგიური  თვისებები და სელექციის აპრობირებული მეთოდები ქმნიან მყარ თეორიულ და პრაქტიკულ საფუძველს  ფორმათა მრავალფეროვნების მისაღებად. საქართველოს ფლორისტულ  ლანდშაფტში ციტრუსოვანთა  წარმატებით ჩართული  მრავალრიცხოვანი ჯიშებისა და ფორმების  შენარჩუნება - კონსერვაცია  და მათი არეალის შესაძლო გაფართოებისათვის  პრაქტიკული ღონისძიებანი  დადებითად წაადგება ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტასაც. ციტრუსოვანთა მეთოდური სელექციის დაწყებიდან დღემდე არსებული თეორიული, პრაქტიკული მასალა და არსებული გამოცდილება მყარი საფუძველია ამოცანის წარმატებით გადაჭრისათვის.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.