4.1 მედიცინა

თურქული კეხის სტრუქტურის მორფოლოგიური ცვლილებების გამოვლენა ორალური კონტრაცეპტივების მიღებისას გამოწვეული ჰიპერპროლაქტინემიის დროს

ჰიპერპროლაქტინემია კონტრაცეპტივი თურქული კეხი დაკვირვება რენტგენოგრაფია ტომოგრაფია

ავტორები

ტომ. 6 No. 2 (2024)
სტატიები
ივნისი 3, 2024

ჩამოტვირთვები

ჰიპერპროლაქტინემია დღესდღეობით კვლავ რჩება ერთ-ერთ საკმაოდ გავრცელებულ ნეიროენდოკრინულ დარღვევად. იგი გამოიხატება ჰორმონ პროლაქტინის რაოდენობის მომატებით პერიფერიულ სისხლში და მასთან დაკავშირებული ცვლილებებით.  ამავე დროს, ზოგიერთი ავტორი თვლის, რომ კომბინირებულ ესტროგენულ-გესტოგენური პრეპარატების მიღება ხშირ შემთხვევაში იწვევს ისეთ გართულებებს, როგორიცაა პროლაქტინომები. 2005 წელს გამოქვეყნდ ოთხწლიან დაკვირვებას მონაცემები, ქალთა 2 ჯგუფზე: პრაქტიკულად ჯანმრთელები, რომლებიც ღებულობდნენ ორალურ კონტრაცეპტივებს და მენსტრუალური ფუნქციის დარღვევებით. დაკვირვება გაგრძელდა მომდევნო წლებში (2006-2019), პრაქტიკულად ჯანმრთელ ქალებზე, რომლებიც კონტრაცეფციის მიზნით ღებულობდნენ  კომბინირებულ ესტროგენ-გესტოგენურ პრეპარატებს ორალურად. დაკვირვებას დაექვემდებარა 152 ქალი,  ერთიდან-სამი წლის განმავლობაში, დროის სხვადასხვა მომენტში. თურქული კეხის რენტგენოლოგიურ კვლევა მიმდინარეობდა  პერიფერიულ სისხლში პროლაქტინის მაღალი მაჩვენებლების მიღებისას. საჭიროების შემთხვევაში კი კომპიუტერული  ტომოგრაფიაც. პირველი ჯგუფში 85 ქალი, იღებდნენ ორალურ კომბინირებულ ესტროგენ-გესტოგენურ პრეპარატებს   ერთი წლის განმავლობაში უწყვეტად,   მეორე ჯგუფში 67 ქალი,   ერთ წელზე მეტი ვადით უწყვეტად, მაქსიმალური 3 წლის მანძილზე.

  1. პირველ  და მეორე ჯგუფში  გამოვლინდა  პროლაქტინის დონის მატება უმნიშვნელოდ  ერთჯერადად , როგორც დროებითი რეაქცია და შეგუებლობა პრეპარატთან.
  2. პირველ და მეორე ჯგუფში   გამოვლინდა  პროლაქტინის დონის მნიშვნელოვანი მატება.  რეკომენდირებული იყო პრეპარატის შეწყვეტა  და თურქული კეხის რენგენოგრაფია და დამატებით გაიგზავნა კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე. ორივე ჯგუფში 8 შემთხვევაში დადასტურდა მორფოლოგიური ცვლილებები თურქული კეხისა და ჰიპოფიზის სტრუქტურაში.  რეკომენდირებული იქნა ენდოკრინოლოგის კონსულტაცია და მკურნალობა.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.