მეტყველების წრის ზმნის პირიანი და უპირო ფორმების გადმოტანა მცირე წინასწარმეტყველთა წიგნების ქართულ ვერსიებში

ავტორები

ცნობილია, რომ სეპტუაგინტის ბერძნულისთვის დამახასიათებელია მეტყველების წრის ერთზე მეტი (როგორც წესი, ორი) ზმნის პირიანი თუ უპირო ფორმის (მიმღეობის) გამოყენება პირდაპირი ნათქვამის წინ, რაც ებრაიზმს წარმოადგენს, მაგალითად:  καὶ ἀπεκρίθη Αμως καὶ εἶπεν πρὸς Αμασιαν …] მიუგო ამოს და ჰრქუა ამასიას: [ამოს 7:14]. სტატიის მიზანს წარმოადგენს მეტყველების წრის ზმნებისა და მიმღეობების ქართულად გადმოტანის საკითხის შესწავლა.  ამ მიზნით ერთმანეთს შევადარეთ მცირე წინასწარმეტყველთა წიგნების ძველი (X-XI სს.) და ელინოფილური პერიოდის (XII–XIII სს.) ბიბლიის ქართული თარგმანები/ რედაქციები. ბიბლიის ქართული ვერსიების შესწავლამ ცხადყო, რომ ძველი მთარგმნელი, მართალია, ცდილობს სათარგმნი ტექსტის ზუსტად გადმოტანას, მაგრამ, იმავდროულად, ითვალისწინებს ქართული ენის ბუნებასაც. ამიტომ ბიბლიის ძველ ქართულ თარგმანს ერთგვარად შუალედური ადგილი უჭირავს ფორმალურ და დინამიკურ თარგმანებს შორის. ელინოფილური პერიოდის მთარგმნელ-რედაქტორი კი ამ საკითხშიც ცდილობს დაიცვას ბერძნულთან ფორმალურ-სტრუქტურული თუ შინაარსობრივი ეკვივალენტურობა.

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.