ასაკისა და რეფრაქციის კორელაცია ბადურისა და ქორიოიდეის სისქესთან ახლომხედველ ბავშვებში

ავტორები

ტომ. 5 No. 4 (2023)
სტატიები
დეკემბერი 26, 2023

ჩამოტვირთვები

ახლომხედველ თვალებში ქორიოიდეასა და ბადურისმორფოლოგიური ცვლილებები კარგადაა შესწავლილი მოზრდილებში, მაგრამ ეს ცვლილებები არასაკმარისადაა აღწერილი ბავშვებში. კვლევები, სადაც აღწერილია ბადურის და ქორიოიდეის სისქე სხვადასხვა რეფრაქციული მდგომარეობის მქონე ბავშვებში მცირერიცხოვანია.

კვლევის მიზანს წარმოადგენდა ასაკისა და რეფრაქციის კორელაციის შეფასება ბადურისა და ქორიოიდეის სისქესთან ახლომხედველ ბავშვებში SS-OCT-ის გამოყენებით.

ჩატარებულია ჯვარედინი კვლევა ქორიოიდეისა დაბადურის შრეების ანატომიური და ტოპოგრაფიული ვარიაციების გასარკვევად ახლომხედველ ბავშვებში. გამოყენებულია SSOCT (SS-OCTA DRI Triton Topcon) მოწყობილობა ფართოზოლიაინ ინფრაწითელთან მიახლოებული სუპერლუმინესცენციური დიოდით, რომლის სინათლის წყაროს ტალღის სიგრძე 1050 ნმ-ია, ასევე, ერთჯერადი ფოტოდიოდი, როგორც დეტექტორი. SS-OCTA აწყობილია შემოწმებულ კლინიკურ პლატფორმაზე DRI Triton ეფუძნება CTARA-ს დაპატენტებულ ალგორითმს.

კვლევის მონაცემების მიხედვით, ქორიოიდეისა და ბადურის სისქე მჭიდროდ კორელირებს SER-თან და AL-თან. ბადურის პერიფოვეალური სისქე მიოპიის მქონე ბავშვებში უფრო მცირეა, ვიდრე ემეტროპებში. წინამორბედი კვლევების კონტექსტში, სადაც ავტორები ვარაუდობენ, რომ ქორიოიდეის მიდამოში გამოვლენილი ცვლილებებიწინ უსწრებს სკლერის ცვლილებებს ინდუცირებულ ამეტროპიაში, ავტორები თვლიან, რომ მიოპიის პროგრესირების ადრეულ სტადიაზე ვითარდება ჯერ ქორიოიდის გათხელება, რასაც მოსდევს ბადურის გათხელება პერიფოვეალურ მიდამოში, რაც პროგრესირებს ცენტრიდანული მიმართულებით. კვლევის შედეგების ინტერპრეტაციისას აუცილებლად მხედველობაშია მისაღები ის, რომ SSOCT-ით გაზომილი ქორიოიდეის სისქე მეტია, ვიდრე სხვა OCT ინსტრუმენტების გამოყენების შემთხვევაში. ამრიგად, კვლევის ქორიოიდეის სისქის მონაცემები არ შეიძლება პირდაპირ შედარდეს სხვა OCT ინსტრუმენტების გამოყენებით ჩატარებული კვლევების მონაცემებს.

დადგენილია, რომ ახლომხედველ ბავშვებს აქვთ უფრო თხელი ქორიოიდეა ყველა მიდამოში და უფრო თხელი ბადურა ზედა და ქვედა პერიფოვეალურ რეგიონებში, ემეტროპებთან შედარებით. ქორიოიდეის სისქე ფოვეის მიდამოში მჭიდროდ კორელირებს აქსიალურ სიგრძესადა რეფრაქციის ხარისხთან.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები