ფერთა ჰარმონიზაცია ქართულ ორნამენტში

ორნამენტი ფერი ჰარმონიზაცია აღქმა ქართული კოსტიუმი დომინანტი ფერი ფორმა კულტურული მემკვიდრეობა

ავტორები

ტომ. 4 No. 5 (2022)
სტატიები
December 26, 2022

ჩამოტვირთვები

ნაშრომში განხილულია ქართულ ორნამენტში გამოყენებილი ფერების კვლევის საკითხები.  ორნამენტი ქართულ ეთნოგრაფიულ სინამდვილეში მრავალფეროვნადაა წარმოდგენილი საერო-საეკლესიო სამოსში, ფეხსაცმელში, ხალიჩურ ნაწარმში, იარაღში, სამკაულში, ქვითხუროობაში, ხითხუროობაში, მეთუნეობაში და სხვ. ფერთა უხვი პალიტრითაა გადმოცემული ორნამენტი ფერწერულ იკონოგრაფიაში, ხელნაწერ წიგნებსა და მინიატიურებში. ორნამენტი, როგორც ქართული კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლი, ეროვნული იდენტობისა  და თვითმყოფადობის მატარებელია. საქართველოში ტურიზმის განვითარებას თან მოჰყვა ეთნოგრაფიული ნივთების კომერციალიზაცია,  ვხვდებით  უხეშ  უზუსტობებს - ფორმების, წარმოშობის, დომინანტი ფერებისა და შემკულობების თვალსაზრისით.  ხშირად ნაკეთობებზე  გამოსახული ორნამენტების არც ფორმას და არც ფერთა შეხამებას საერთო არ აქვს ძველ ქართულ ორნამენტთან. გაჩნდა საშიშროება იმისა, რომ გაგრძელდეს სტილიზირება  და საზოგადოების არაინფორმაციულობამ განაპირობოს მისი სრული აღრევა და მივიწყება. ქართულ სამეცნიერო სივრცეში ორნამენტი შესწავლილია როგორც მხატვრული, ასევე სიმბოლური თვალსაზრისით. მიუხედავად საკითხის კვლევის არსებული მდგომარეობისა, ჯერ კიდევ არ მომხდარა  ქართული ორნამენტის სისტემატიზაცია ფორმის, ფერისა და სიმბოლური მახასიათებლების მიხედვით და მათი რაციონალური გამოყენება სხვადასხვა ტექნოლოგიებში ორიგინალური ფორმისა და ფერის შენარჩუნებითა და დაცვით.  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი „ძველი ქართული ნაქსოვი ორნამენტის სახეობების კვლევა და მემკვიდრეობის ძეგლის მოძიებას, შესწავლა-გაანალიზებას, სისტემატიზაციასა და კლასიფიცირებას თანამედროვე საფეიქრო ტექნოლოგიებში დანერგვის მიზნით. პროექტის განხორციელებაში  ერთ-ერთი მნიშვნელოვანია  ყოფაში გამოყენებული  ფერთა გამის, ფერთა შეხამების, ჰარმონიულობის, შეპირისპირების ან მათი კონტრასტულობის და გამოყენებული საღებარების   (ქიმიური/ ბუნებრივი შესაღები მასალა) მოძიება და შესწავლა, რისთვისაც დაიგეგმა სამეცნიერო ჯგუფის მივლინებები აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში (ბოლნისი, გორი, სიღნაღი, თელავი,  ალვანი ,თუშეთი). მივლინებების პერიოდში  რეგიონულ და კერძო მუზეუმებში დაცული მასალისა და ყოფაში (ოჯახებში) შემორჩენილი ნივთების მიხედვით, მოხდა მოძიებული ორნამენტის სახეებისა და ფერების ფოტოფიქსაცია, ჩატარდა  ინტერვიუები არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მატარებლებთან, მოხდა ჩაწერა  შემდგომი  დამუშავების მიზნით. მატერიალური კულტურის ძეგლებიდან საგანგებოდ შევისწავლეთ ეკლესია-მონასტრების, სალოცავებისა და ძველი საცხოვრებელი სახლების შიდა და გარე ინტერიერში არსებული დეკორი, მოხდა მათი ფოტოფიქსაცია, ზემოთ აღნიშნული თანმიმდევრობით კვლევისათვის.

   

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.