ტრიკოტაჟის საქსოვ მანქანაზე ქსოვის პროცესში წარმოქმნილი დეფექტები

ავტორები

ნაშრომში განხილულია ტრიკოტაჟის საქსოვ მანქანაზე ქსოვის პროცესში წარმოიქმნილი სხვადასხვა სახის დეფექტები, რომელთა თავიდან აცილება შესაძლებელია თუ კი გვეცოდინება ის მიზეზები რაც მითითებულ სტატიაშია გადმოცემული. საგანგებოდ შევისწავლეთ ტრიკოტაჟის საქსოვ მანქანაზე ქსოვის პროცესში თითქმის ბოლომდე მოქსოვილი დეტალის ჩამოვარდნის, ნაწარმის განაპირა  მარყუჟების ჩამოშლის, ნემსებზე მიწოდებული ძაფის დიდი დაჭიმულობის, ნაქსოვის არასაკმარისი ძალით დაჭიმვის,  ქსოვის სიმჭიდროვის არასწორი შერჩევის, ნემსზე მარყუჟების დაგროვების, ძაფმიმწოდ სისტემაში მისი არასწორი გატარების, ძაფის მიმმართველის თვალაკების გაუწმენდაობის, ქსოვის პროცესში საქსოვი ძაფის დაჭიმულობის მკვეთრი ცვლილების, ნაქსოვის არათანაბარი დაჭიმვის, გაიშვიათებული რიგის წარმოქმნის, კულირების სხვადასხვა სიღრმის, საქსოვ ურიკაზე სხვადასხვა კულირული სოლის, ძაფის დაჭიმულობის მკვეთრი ზრდის შედეგად მომხდარი მარყუჟების ჩაწყვეტის, ძაფში კვანძის არსებობის, მანქანის დეტალების ხორკლიანი ზედაპირის, ძაფმატარის არასწორი დაყენების, ნემსის ენის ან ქუსლის მოტეხვის, სანემსის ღარებში ნემსების გაძნელებული გადაადგილების,  და სხვა მიზეზების გამო წარმოქმნილი დეფექტები. მოვახდინეთ ამ დეფექტების გამომწვევი მიზეზების სისტემატიზაცია ხარისხიანი ნაქსოვი ნაწარმის მისაღებად. შევისწავლეთ მათი თავიდან აცილების  და აღმოქხვრის გზები.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.