განწყობისეული ადაპტაცია შეფასებისა და დამოკიდებულების ფორმირებაში

ბეჭდური ვერსია გამოქვეყნებულია: დიმიტრი უზნაძის 130 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციის მასალები. 2016

განწყობა ადაპტაცია შეფასება დამოკიდებულება

ავტორები

ტომ. 4 No. 3 (2022)
სტატიები
ივნისი 12, 2022

ჩამოტვირთვები

განწყობის ფსიქოლოგიაში დამკვიდრებული განმარტებების თანახმად, განწყობა წარმოადგენს ინდივიდის ადეკვატური და მიზანშეწონილი ქცევის საფუძველს. იგი გვევლინება როგორც მუდმივად ფუნქციონირებადი ადაპტაციის მექანიზმი [3, 87-89], რომელიც განაპირობებს ინდივიდის მიერ მოვლენების შეფასებას და მათი შესაბამისი მოქმედებების განხორციელებას. ეს დასტურდება განწყობის ფსიქოლოგიის სფეროში მეცნიერთა მიერ განხორციელებული მრავალი კვლევის შედეგად მიღებული ობიექტური მონაცემებით (დ. უზნაძე, შ. ნადირაშვილი, მ. ნორაკიძე, შ. ჩხარტიშვილი, ბ. ხაჭაპურიძე და სხვ.). განწყობისეულ შეფასებასა და მოქმედებას შორის აღინიშნება საპირისპირო ურთიერთდამოკიდებულება, რაც განწყობის ფსიქოლოგიაში ცნობილია „განწყობის ასიმილაციური მოქმედების და კონტრასტული შეფასების კანონის“ სახელით [1, 90-98]. ამ ორი ურთიერთსაპირისპირო პროცესის გაერთიანების საფუძველი განწყობის ადაპტაციურ ბუნებაში უნდა ვეძებოთ. ადაპტაცია არაერთი მექანიზმის ურთიერთშეთანხმებული მოქმედებით მიმდინარეობს და ინდივიდში მიზანშეწონილი  ცვლილებების განხორციელებას განაპირობებს.

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.